LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხაში შვილმა მამას სცემა – მამაკაცი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა

156
Untitled design

ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ მუჟავაში მოხდა – 40 წლამდე მამაკაცმა სასტიკად სცემა საკუთარი მამა, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ასაკოვან მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნითაც ჰქონდა მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები