LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოიდგინეთ, ქვეყანაში 600 ათასი არაშრომისუნარიანი ადამიანია, ეს უკვე ქვეყნის ავადმყოფობაა, რაღაც უბედურებაში ვართ გახვეული – როგორ აფასებს თემურ ჭყონია პრემიერის ინიციატივას

411
Untitled design (55)

ბიზნესმენი თემურ ჭყონია, “ფორტუნას” გადაცემაში “ბიზნესკურიერი” დადებითად აფასებს პრემიერის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვით სოციალური დახმარების ნაცვლად ადამიანებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ.

„რამდენიმე ინტერვიუ მაქვს მოსმენილი, როდესაც ადამიანებს სთავაზობენ სამუშაოს დაწყებას, ერთ-ერთი პასუხია, მე რომ სამუშაო დავიწყო, სოციალურ დახმარებას შემიწყვეტენ…

აბსოლუტურად სწორი კურსია, რაც მთავრობამ ახლა აიღო. უნდა გავაანალიზოთ, ვინ არის სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რა შეუძლია, რამდენი წლისაა, რა სარგებლობას ღებულობს და რას იკლებს თვითონ. ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. იმიტომ რომ 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე, არის ძალიან დიდი ციფრი. როგორ შეიძლება, რომ სოფელში ადამიანს, რომელსაც მიწა აქვს და სახლი აქვს, შეუძლია, საქონელი ჰყავდეს და შეუძლია, ფრინველი ჰყავდეს, სოციალურად დაუცველი იყოს?

ეს ყველაფერი თუ ორგანიზებულად გაკეთდა და სახელმწიფომ შექმნა ისეთი სტრუქტურა, რომელიც მათ მიერ წარმოებულ ნებისმიერ პროდუქციას შეისყიდის გარანტირებული ფასით, მიღწევადია.

მერწმუნეთ, ხანგრძლივი სამუშაოა, მაგრამ სარგებელს უეჭველი მოიტანს და ადამიანებს აგრძნობინებს ადამიანებად თავს და ის არ დაელოდება სოციალურ დახმარებას. უფრო მკაცრი უნდა იყოს სოციალური დახმარება.

600 ათას სოციალურად დაუცველ ადამიანს, წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი ემსახურება. რამდენი ადამიანის შემცირება მოხდება სოციალური ადამიანის დასაქმების მიზნით. წარმოიდგინეთ ქვეყანაში 600 ათასი არაშრომისუნარიანი ადამიანია, ეს უკვე ქვეყნის ავადმყოფობაა. რაღაც უბედურებაში ვართ გახვეული, რომ ამდენი ადამიანი არაშრომისუნარიანია. როგორ შეიძლება ასეთი დიდი ციფრი არსებობდეს.

ამ ადამიანებს ვეხმარებით, რომლებსაც შეუძლიათ იქით დაეხმარონ ქვეყანას და თავიანთი შვილები გაზარდონ სწორად, მაგრამ აქ მეორე მომენტია. ცოდნა, რა უნდა გააკეთოს, ამიტომ მუნიციპალიტეტებს უშველებელი დატვირთვა აქვთ, რა უნდა გააკეთონ, რომ სწორი იდეოლოგია ჩაუსახონ.

არიან მწარმოებელი ოჯახები, რომლებიც მცირე რაოდენობით აწარმოებენ რაღაც პროდუქტს და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბაზარში წასვლა ან მარკეტებში მისვლა არ შეუძლიათ, მაგრამ აქვთ ჯერ კიდევ ზედმეტი პროდუქცია, ამ ზედმეტი პროდუქციის რეალიზება უჭირთ, ან არ აქვთ საერთოდ პროდუქცია იმის გამო, რომ ცოდნა არ აქვთ.  ქვეყანას ავითარებს შრომისმოყვარე მცოდნე ხალხი.

უსაქმურობით სახელმწიფო ვერ განვითარდება. დღეს 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე, მომავალში შეიძლება გახდეს მილიონი.

ეს ტენდენცია თუ არ შეჩერდა, წლების განმავლობაში ეს რაოდენობა ხომ იზრდება და არ მცირდება“. – აცხადებს ჭყონია გიორგი კეპულაძის გადაცემაში.

ჭყონია დარმუნებულია, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მტკივნეული იქნება, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია.

„უდაოდ მტკივნეული იქნება, მაგრამ მეგობრებო, ყველა წარმატების გზა მარტივად არ გადის. თუ გვინდა, რომ მომავალში იყოს წარმატებული, მტკივნეული უნდა იყოს.

ყველა რეფორმა არის მტკივნეული. ყველა რეფორმა გამოიწვევს ნეგატიურ შეფასებას. მაგრამ სახელმწიფოსა და მომავლის განვითარებისათვის, მათი შვილების განვითარებისათვის, ეს უნდა გაკეთდეს. სოციალურად დაუცველი შვილსაც სოციალურად დაუცველად ზრდის. ოჯახური ტრადიციები ჩამოუყალიბდება, როგორ აუაროს გვერდი შრომას, რომ ფული უშრომლად აიღოს.

ზოგმა შეიძლება თქვას, შენ რა გენაღვლებაო და ლოგიკაში მართლები იქნებიან, მაგრამ პრაქტიკაში მართლები არ იქნებიან, იმიტომ რომ მხოლოდ შრომით და ცოდნით შეიძლება, მოიპოვოს ქვეყანამ სიმდიდრეც და თავისუფალი მოქალაქეც. თავისი შრომით მოპოვებული ერთი ლუკმა ერჩივნოს სახელმწიფოსგან მიღებულ 100 ლარს, არაა ეს საინტერესო“.  – ამბობს ჭყონია „ბიზნესკურიერთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები