საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობას აქვს დადებითი და უარყოფითი თავისებურებები. მაგალითისთვის, დადებითია ალბათ ის, რომ ტაქსებთან შედარებით იაფი ღირს, ფეხით სიარულისგან არ დაიღლებით და ასე შემდეგ, თუმცა უარყოფითიც ამ პროცესებს თან ახლავს. მათ შორის ყველაზე აქტუალური თემა არის სუნი. თუ ტრანსპორტი ხალხით გადატვირთულია, უსუფთაობის და სიბინძურის სუნი უფრო მკვეთრია.

ტრანსპორტში ასვლის დროს თუ მძაფრმა სუნმა შეგაწუხათ, მაგრამ ვერ ჩახვალთ იმიტომ რომ სამსახურში გაგვიანდებათ, არ დაიწყოთ ფილოსოფიური მოწოდებები ან ქადაგებები, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „ამ ხალხს დაბანა ავიწყდება?“, “თბილისში წყალი გაწყდა“, „საპონი გაძვირდა“, „თვითონ არ აწუხებს ნეტავი“, „ვაიმე გული ამერია, ნეტავი ვიცოდე რომელია, შევარცხვენდი“, „სუნის კონტროლიორიც დაწესდეს რაა“ და კიდევ მრავალი მსგავსი წინადადებების მოსმენა შეიძლება.

პირადი ჰიგიენის დაცვას და საკუთარ სისუფთავეზე ზრუნვას მათ ვერ ვასწავლით, მაგრამ მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდებთ და შესაძლებელია სხვა დროს მოწესრიდგეს.

“იმგზავრონ თბილისის მერმა და მისმა მოადგილეებმა საჯარო ტანსპორტით” – აღნიშნული მანიფესტით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

პრობლემა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს აწუხებთ აქტუალურია სოციალურ ქსელებშიც. ამ თემაზე ყველაზე საინტერესო მოწოდება ერთ-ერთ ფორუმზე დაიწერა, სადაც ვკითხულობთ:

„ძვირფასო საზოგადოებავ, სანამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახვალთ უმჯობესი იქნებოდა თუ შემდეგ ინსტრუქციებს დაიცავდით:

1. დილით თუ არ გადაივლებთ წყალს, მინიმუმ იღლიები გამოიბანეთ კარგად საპნით. შემდეგ ანტიპერსპირანტი წაისვით/შეისხით, რომელიც მაქსიმუმ 7 ლარი ღირს და რომელიც ნახევარი წელი მაინც გეყოფათ. ამიტომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. ანტიპერსპირანტის წასმა საჭიროა ხალხი რომ არ შეწუხდეს ოფლის/ტოლმის სუნით.

2. დარწმუნდით რომ ტანსაცმელს, რომელსაც გარეთ გასასვლელად ჩაიცვამთ არ ასდის იფლის, ქონის/ცხვრის ან ჭუჭყის სუნი. ჩაიცვით სუფთა ტანსაცმელი, რომ გარშემო საზოგადოება არ შეწუხდეს სიბინძურის სუნით.

3. ეცადეთ რომ იაფფასიანი და მძაფრ სუნამო არ დაისხათ, თან 5 ლიტრი, რომ არ შეწუხდეს და გულისრევის შეგრძნება არ გამოიწვიოს გვერდზე მყოფ საზოგადოებაში. იაფფასიანი მძაფრი (მაგ. ანტონიო ბანდერასის ფირმის) სუნამოს დასხმას ჯობია სუნამო საერთოდ არ დაისხათ.“

ინფექციონისტები გვაფრთხილებენ, რომ უსუფთაობას და სიბინძურეს არაერთი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ეს თემა აქტუალური იყო ალბათ ძველ თბილისშიც, როცა მგზავრებს მცხეთის სარკინიგზო ბაქანზე დეზინფექციას უტარებდნენ.

ზემოთ გამოტანილ ფოტოზე XIX საუკუნის ბოლოა. აღნიშნული ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაში.

მსგავსი თემები