LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წელიწადნახევრიანი ტანჯვის შემდეგ ნამდვილად შედგა დღეს დაბადების დღე! კარგი ამბავი ის არის, რომ გერმანიაში კლინიკამ დაასრულა ჩემი მკურნალობა“ – რას წერს იუბილარი თინა ხიდაშელი

9545
BeFunky-collage (10)

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი იუბილარია. დაბადების დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სამადლობელ პოსტში თინა ხიდაშელი იმ სირთულეებზეც საუბრობს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეექმნა წელიწად-ნახევრის წინ და როგორც მის ოჯახის წევრებს, ასევე, საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.

ვიდეო: სარკეში არ ვიხედებოდი, მეშინოდა საკუთარი თავის…დავიჯერე, რომ თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი ვერ გადავრჩებოდი: თინა ხიდაშელი

“ძალიან გამიმართლა! ამდენ რვა მილიარდში გიპოვე, არასოდეს გამიშვა ხელი!” – თინა ხიდაშელის ემოციური პოსტი მეუღლეს

კარგი ამბავი გვაქვს, ფუნქცია, რომელიც ფაქტობრივად მკვდარი და უიმედო იყო, აღდგა – თინა ხიდაშელი

“ყველას დიდი მადლობა წელიწადნახევრიანი ტანჯვის და უბედურების შემდეგ ნამდვილად შედგა დღეს დაბადების დღე!

ვიცი ბევრს გაინტერესებთ და კარგი ამბავი ის არის, რომ გერმანიაში კლინიკამ დაასრულა ჩემი მკურნალობა.

წინ მხოლოდ რეაბილიტაცია და ცოტა მეტი მონდომებაა, რომ საბოლოოდ გავიმართო წელშიც და მუხლშიც

ყველას დიდი მადლობა ვინც მწერდით, მირეკავდით, მგულშემატკივრობდით, დარდობდით, გვერდში მედექით და კარგად გახდომის შეუძლებლობის მითს მინგრევდით ყოველდღიურად.

განსაკუთრებით კი ჩემს ბიჭებს მოთმინებისთვის, სიყვარულისთვის, ყოველ წამს ჩემს გვერდით დგომისთვის”,- წერს თინა ხიდაშელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g