LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ზღვაზე დასვენებასთან ერთად, აჭარაში ახალი ტურისტული ადგილები და პროდუქტები დაგხვდებათ

64
200905333-3056781727928100-5217093868878047209-n

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. წელს, ზღვაზე დასვენებასთან ერთად რეგიონი სტუმრებს ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს შესთავაზებს. მათ შორის იქნება: კანიონი ნგიუჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში.

გარდა ამისა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომისხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში. სტუმრებისთვის ოფიციალურად გახსნილია რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია.

„ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გავხსენით, თუმცა რეგიონს უცხოელი ვიზიტორები უკვე აპრილის თვიდან სტუმრობენ. ბათუმის მიმართულებით ფრენები ხორციელდება ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, რასაც მალე არაბეთის გაერთიანებული საემიროების, სომხეთის, პოლონეთისა და პალტიისპირეთის მიმართულებებიც შემოუერთდება. სეზონის გახსნით, ვიზიტორებს ვეუბნებით, რომ რეგიონი მზადაა უსაფრთხო გარემოში უმასპინძლოს მათ, რაშიც ჩვენთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია კერძო სექტორს. სეზონის წინ ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდით მათ და უსაფრთხოების ნორმებისა და კოვიდრეგულაციების დაცვისკენ მოვუწოდეთ. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პოზიტიური მოლოდინები გამართლდება და ზაფხულის ტურისტული სეზონი უსაფრთხო გარემოში ჩაივლის“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები