LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air განცხადებას ავრცელებს: მზად ვართ აღვადგინოთ ფრენები და დავამატოთ ახალი მიმართულებები ქუთაისიდან

146
6a717949ccbe8463c4a2e728aa66429d

Wizz Air აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას- ამის შესახებ საუბარია სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ავრცელებს.

„Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ. Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში.

„ვიზეარი“ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას - ეკონომიკის მინისტრი

"კომპანიასთან ახლახან მქონდა საუბარი და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს ამას საჯაროდ"

Wizz Air გამოხატავს მზაობას, შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.

Wizz Air მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას”, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზას აუქმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები