LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air კიდევ 2 ახალ მიმართულებას ამატებს – ფრენები 23 ნოემბრიდან იწყება

192
73285734-2654510741240131-9146181012005322752-n

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებს, 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ბოლონიასა და ნიცას მიმართულებით იწყებს.

რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • ქუთაისი-ბოლონია-ქუთაისი – 23 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს;

  • ქუთაისი-ნიცა-ქუთაისი – 12 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 25 ოქტომბერს მიენიჭა.

Wizz Air-მა საქართველოში ოპერირება 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საავიაციო ბაზარზე ლიდერი ავიაკომპანიაა (15%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები