LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალდიდობა ინდოეთსა და ნეპალში – გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

125
6A8074D0-75C9-4E1E-B8AC-183CB7D49F13

BBC-ის ცნობით, ინდოეთსა და ნეპალში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.

52 ადამიანი უთარახანდის შტატში დაიღუპა. მათ შორის ხუთი, ერთი ოჯახის წევრია, რომელთა სახლიც მეწყრულ პროცესში მოყვა.

ამდენივე ადამიანი დაიღუპა ნეპალში, სადაც ათობით პირი დაკარგულად ითვლება. გადაუღებელმა წვიმამ ქერალას შტატში 39 ადამიანი იმსხვერპლა.

ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ნალექმა კლება იწყო, თუმცა რამდენიმე დღეს კიდევ გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები