LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი facebook-ით პირმა ბათუმში 22 ადამიანს გამოსტყუა ფული

104
identity-thief-netgazeti

სხვისი სახელით შექმნილი ფეისბუქპროფილით გ.ი.-მ  22 ადამიანი მოატყუა და 13 643 ლარის მიღება შეძლო. შემთხვევა ბათუმში მოხდა.

საქმის მასალების მიხედვით, ოცდაორივე შემთხვევა თითქმის იდენტურია – გ.ი. ქმნიდა ფეისბუქსში სხვის პროფილებს და მეტი დამაჯერებლობისთვის იმ ადამიანების ფოტოებს ტვირთავდა, ვის სახელზეც აკეთებდა ახალ გვერდს და უკავშირდებოდა ამ პირების ახლო მეგობრებს.

„ფეისბუქმესენჯერის“ გამოყენებით იგი დაუკავშირდა ხ.-ს მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ თ.-ს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოატყუა, რომ თითქოს იყო ხ., სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 1000 (ათასი) ლარი. ვინაიდან, თ. დარწმუნებული იყო, რომ ესაუბრებოდა ხ.-ს, ინტერნეტ ბანკის გამოყენებით 1000 (ათასი) ლარი ჩარიცხა გ.ი.-ს მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ “კრისტალბეთის” N564186 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ.ი.-მ გააუქმა ხ.-ს სახელით შექმნილი „ფეისბუქ პროფილი“, – ვკითხულობთ განაჩენში.

ამ ისტორიების მიხედვით, გ.ი. მოტყუებით მიღებული თანხით ძირითადად ტოტალიზატორში თამაშობდა, თანხის ნაწილი კი, პლასტიკური ბარათით გამოჰქონდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გ.ი. ჯამში 60 ათასი ლარით დააჯარიმა. მან ასევე ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გ.ი.-ს, რომელსაც ეს სასჯელი პირობით ჩაუთვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები