LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

111
ყაზახეთის მთავრობა

გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. 

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის წევრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.

ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის მომატებული ფასის გამო დაიწყო.

თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. გარდა ამისა, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g