LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირიმ–კონგოს ცხელებით ახალციხეში ექიმი გარდაიცვალა

679
3a35a2cbd72ac959c29c380feca016bc

ახალციხის  სოფელ  წყალთბილაში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ექიმი გარდაიცვალა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სამხრეთის კარიბჭე”  ავრცელებს.

როგორც „სამხრეთის კარიბჭე“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაზე დაყრდნობით წერს, 60 წლამდე კაცმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება პაციენტს ლუგარის ლაბორატორიაში დაუდასტურდა, დადასტურებიდან ორ დღეში კი, 1-ელ ივნისს, ის გარდაიცვალა.

მიმდინარე წელს, სამცხე–ჯავახეთში ამ დროისთვის, ყირიმ–კონგოს ცხელების 8 შემთხვევაა დადასტურებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები