LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყირიმის დაბრუნება დაასრულებს რუსეთის მცდელობებს, დაამსხვრიოს უკრაინელების სიცოცხლე” – ვოლოდიმირ ზელენსკი

127
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყირიმის დაბრუნება დაასრულებს რუსეთის მცდელობებს, დაამსხვრიოს უკრაინელების სიცოცხლე.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტი იციან უკრაინის შესახებ, რაც უფრო მეტად ესმით უკრაინა, მით უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინას.

„ლოგიკურია, რომ ყირიმის გათავისუფლებით ჩვენ ისტორიულ წერტილს დავუსვამთ რუსეთის ყველა მცდელობას, დაამსხვრიოს უკრაინელების, ევროპისა და აზიის ყველა ხალხის სიცოცხლე, რომელთა დაპყრობასაც ოდესღაც კრემლი ცდილობდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ გამარჯვებას აახლოებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს ხალხს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ძლიერები ინფორმაციულად და დიპლომატიურად, რათა უკრაინის პოზიცია აბსოლუტურად მკაფიო იყოს მსოფლიოს ყველა კუთხეში. რაც უფრო მეტი იციან უკრაინის შესახებ, რაც უფრო მეტად ესმით უკრაინა, მით უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინას და მით უფრო ახლოვდება ჩვენი გამარჯვება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები