LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყნოსვისა და მადის დაქვეითება – ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი კორონავირუსის სიმტომებზე

708
doctornewsss555

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე კორონავირუსის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებზე საუბრობს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ოთხი სიმპტომია. მისი თქმით, წამყვანი სიმპტომებია ცხელება, ხველა და ზოგადი სისუსტე, ამას ემატება კუნთებისა და სახსრების ტკივლი. აქვე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი სიმპტომი, ესაა ანოსმია ან ჰიპოსმია, ყნოსვის დაქვეითება.

მამუკა მაჩაიძეს მაგალითად ორგანიზაცია UKANT-ის კვლევა მოჰყავს, სადაც ნავქვამია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა 35 % პაციენტებში ყნოსვის დაქვეითება ან მისი სრულად დაკარგვა დაფიქსირდა. აღმოჩნდა, რომ ვირუსის ყნოსვის ბოლქვებს აზიანებს, ამას კი მადის დაქვეითება მოყვება. ამასთან ექიმი ამბობს, რომ კორონავირუსის დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სიმპტომები დაახლოებით 5-7 დღეში ალაგდება, ხოლო საშუალო, მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებში შესაძლოა პაციენტებს სიმპტომები, 4-6 კვირა გაუგრძელდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები