LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველდღიურად ვიკრიბებით პრემიერთან და გავდივართ რისკებს, რა შეიძლება მოჰყვეს ომს – თავდაცვის მინისტრი უსაფრთხოების საბჭოზე

72
juansher-burch

თავდაცვის მინისტრი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობს იმ გადაწყვეტილებებზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს ეკონომიკაზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი პრემიერის და გუნდის გაცხადებული პოლიტიკა არის საქართველოზე ზრუნვა. ჩვენი ორიენტირი არის ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა. ჩვენ პირდაპირ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ ყველანაირი რისკი, რაც ჩვენს ქმედებას შეიძლება ახლდეს, თავიდან უნდა ავაცილოთ ქვეყანას. რაც შეეხება სანქცირებას რა შეიძლება მოჰყვეს, ყოველდღიურ რეჟიმში ვმსჯელობთ იმ საერთაშორისო ინსტიტუციებზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე – რატომ არ შეიკრიბა ამ დრომდე უსაფრთხოების საბჭო, მინისტრმა განაცხადა, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბებიან პრემიერთან.

„ყოველდღიურ რეჟიმში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ვიკრიბებით პრემიერთან და გავდივართ იმ მოვლენებს, იმ შესაძლო შედეგებს, იმ რისკებს – რა შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში განვითარებულ ომს.

ჩვენ გამოვეცით თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი და 2021-2025, ოთხწლიანი გეგმა. ეს არის საჯარო დოკუმენტები და შეგიძლიათ ნახოთ, სადაც განსაზღვრულია ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობების პრიორიტეტები.

ასევე იცით თქვენ, რომ პრემიერ-მინისტრის 2019 წლიდან პრიორიტეტად იქცა ჯარისკაცზე ზრუნვა და ესეც არის ჩვენი პრიოროტეტი და დარჩება, რა თქმა უნდა, “- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

რაც შეეხება უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას, როგორ ბურჭულაძემ აღნიშნა, ჰუმანიტარული დახმარება საქართველოდან უკრაინაში იქამდე გაიგზავნება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

„ჩვენ დახმარების თვალსაზრისით მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო აორგანიზებს ჰუმანიტარულ დახმარებას. ერთი თვითმფრინავი გაიგზავნა, მეორე მზად არის. ეს იქნება შეუჩერებელი პროცესი. სადამდეც იქნება საჭირო ჰუმანიტარული დახმარება, იქამდე გავუწევთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

პოპულალურები