LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველი წუთი ნაყოფიერად უნდა დავხარჯოთ…როცა აღმოვაჩენთ, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი შეგვიქმნია, ეს უდიდეს იმედგაცრუებას გამოიწვევს: ნინო გაჩეჩილაძე

99
Untitled design (1)

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს გვიზიარებს წერს, რომ „ადამიანებმა ცხოვრების ყოველი დღე და საათი შინაარსიანად და ნაყოფიერად უნდა დახარჯონ, თორემ დადგება მომენტი, როცა აღმოვაჩენთ, რომ ცხოვრების ნახევარზე მეტი გავლილია, ხოლო ჩვენ მნიშვნელოვანი არაფერი შეგვიქმნია და ეს აღმოჩენა ჩვენში უდიდეს იმედგაცრუებას გამოიწვევს“.

ნინო გაჩეჩილაძის თქმით, ცხოვრება თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით უნდა გვიყვარდეს.

„მე მჯერა ცხოვრების! მჯერა, რომ ის ყოველთვის გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, გავხდეთ უფრო უკეთესები ვიდრე ვართ, რომ მივაღწიოთ უფრო მეტს, რომ არ ვიდგეთ ერთ ადგილზე… ჩვენი მოვალეობაა, რომ ყოველი დღე, ყოველი საათი და ყოველი წუთი შინაარსიანად და ნაყოფიერად დავხარჯოთ, თორემ დადგება მომენტი, როცა აღმოვაჩენთ, რომ ცხოვრების ნახევარზე მეტი გავლილია, ხოლო ჩვენ მნიშვნელოვანი არაფერი გაგვიკეთებია, არაფერი შეგვიქმნია, არანაირი ცოდნა არ შეგვიძენია და ეს აღმოჩენა ჩვენში უდიდეს იმედგაცრუებას გამოიწვევს…? ამიტომ გვიყვარდეს ცხოვრება თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ვეცადოთ მოვერგოთ მას, მოვარგოთ საკუთარი პერსონა და ჩავეწეროთ მასში ღირსეულ და სრულუფლებიან წევრად. ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი თავი, უბრალოდ როცა საჭირო დროს ამისათვის ხელსაყრელი შანსი მოგვეცემა, არ უნდა გავუშვათ ეს შანსი და მაშინ ყველაფერი გამოგვივა.????“, – წერს ნინო გაჩეჩილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები