LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დროის საუკეთესო 10 სათავგადასავლო ფილმი

12466
#151823

გარკვეულწილად ყველა ფილმი სათავგადასავლოა. ფილმის ყურებისას ჩვენ ყოველდღიურობას ვწყდებით და მზად ვართ მთავარ გმირთან ერთად ბოლომდე გამოვცადოთ საოცარი თავგადასავალი. თუმცა ზოგიერთი მათგანი სხვებზე მეტად „ჩაგვითრევს“ და ყველაზე საინტერესო ადგილებში გვამოგზაურებს, დაწყებული მიუვალი ჯუნგლებით და დასრულებული ღია კოსმოსით. fortuna.ge წარმოგიდგენთ ყველა დროის საუკეთესო სათავგადასავლო ფილმებს.

„დარჩი ჩემთან“ / Stand by Me – სტივენ კინგის მოთხრობის, „სხეულის“ საკულტო ეკრანიზაცია არაჩვეულებრივ ისტორიას ეფუძნება. ფილმის მოქმედება 1959 წელს ვითარდება. რივერ ფენიქსი, კორი ფელდმანი, უილ უიტონი და ჯერი ო’კონელი ასრულებენ მოზარდი მეგობრების როლებს, რომლებმაც ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით დაკარგული ბიჭის სხეულის პოვნა გადაწყვიტეს…

„პის ცხოვრება“ / Life of Piზოგიერთი ფილმი საზღბვაო მოგზაურობის შესახებ გემის ჩაძირვის ამბით იწყება, „პის ცხოვრება“ კი ერთ-ერთი მათგანია. იან მარტელის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია გემის კატასტროფის შემდეგ გადარჩენილ ახალგაზრდაზე მოგვითხრობს, რომელიც სამაშველო ნავში ბენგალურ ვეფხვთან ერთად აღმოჩნდება…

„ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“ / The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring

ჯ.რ.რ. ტოლკინის საკულტო ტრილოგიის პირველ ნაწილზე დაფუძნებული ფილმი გენიალური მწერლის გამოგონილ სამყაროში გვამოგზაურებს. პიტერ ჯექსონის ოსკაროსან ფილმში უშიშარი გმირები სახიფათო მოგზაურობაში მიდიან, გზად კი შუახმელეთის არაერთი მხარე უნდა გაიარონ…

„სავსე მთვარის სამეფო“ / Moonrise Kingdom

რა შეედრება ორი შეყვარებული 12 წლის მოზარდის თავგადასავალს, რომლებმაც სახლიდან გაქცევა გადაწყვიტყვიტეს და თანაც კუნძულზე. „სავსე მთვარის სამეფო“ უჩვეულო, მაგრამ დასამახსოვრებელი კომედიაა, რომლის ნახვითაც აუცილებლად ისიამოვნებთ.

„დამალული ციხესიმაგრე“  / The Hidden Fortress

ყველასთვის საყვარელი იაპონელი რეჟისორის, აკირა კუროსავას შედევრი ორი გლეხის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ომის დროს უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მათ ქალი და მამაკაცი  მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადაიყვანონ. ფილმის გმირებმა არ იციან, რომ გენერალს და პრინცესას აცილებენ…

„ინდიანა ჯონსი: დაკარგული კიდობნის ძიებაში“ / Indiana Jones: Raiders of the Lost Ark

საკულტო ფრანშიზის პირველ ნაწილში არქეოლოგი ინდიანა ჯონსი ცდილობს ხელი შეუშალოს ნაცისტებს, რომლებიც ძვირფას რელიგიურ რელიკვიას, აღთქმის კიდობანს ეძებენ…

„2001: კოსმოსური ოდისეა“ / 2001: A Space Odyssey

სტენლი კუბრიკის და ართურ კლარკის ნამუშევარი დღემდე სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება. მოქმედება კოსმოსური ხომალდის ბორტზე ხდება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს…

„გარიყული“ / Cast away

„ფედექსის“ თანამშრომელი ჩაკ ნოლანდი, რომლის როლსაც ტომ ჰენკსი ასრულებს, ავიაკატასტროფის შემდეგ უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდება. ჩაკს წლების განმავლობასი მოუწევს შრომა იმისათვის, რათა კუნძულს თავი დააღწიოს და შემხვედრი გემის იმედად ოკეანეში გავიდეს…

„იურული პერიოდის პარკი“ / Jurassic Park

სტივენ სპილბერგის ფილმი ჟანრის კლასიკა და ალბათ ყველასთვის ცნობილი კინოსურათია. მას შემდეგ, რაც დინოზავრების დნმ ჩაიგდეს ხელში, მეცნიერებს მათი კლონირება არ გასჭირვებიათ. დინოზავრები სპეციალურად გამოყოფილ პარკში ცხოვრობენ, სადაც მათ სანახავად არაერთი სტუმარი ჩადის, თუმცა მალე მოვლენები უკონტროლო ხდება…

„ანიჰილაცია“ / Annihilation

მიუხედავად იმისა, რომ ჯეფ ვანდერმერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია „ნეტფლიქსმა“ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გადაიღო, „ანიჰილაციამ“ ნატალი პორტმანის მონაწილეობით უკვე მოასწრო ჟანრის მოყვარულებისათვის თავის დამახსოვრება. 5 მეცნიერი ქალი „ზონა იქსში“ მიემგზავრება. ეს არის ადგილი, სადაც ბუნების კანონები განსხვავებულად მოქმედებს. მათი მიზანია გაარკვიონ, თუ რატომ ხდება ასე…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები