LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა მევენახე ახერხებს 12 საათის განმავლობაში ყურძნის ჩაბარებას – მინისტრი

121
rtvelikj

„რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. სახელმწიფოს მიერ ყველა პირობაა შექმნილი, რომ მევენახეებმა ყურძენი ჩააბარონ და ანაზღაურება მიიღონ” – ამის შესახებ ლევან დავითაშვილი აცხადებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში, საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის ორგანიზაციულ საკითხებს გაეცნო.

„რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. უკვე იწყება პიკური პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება ათი ათას ტონაზე მეტი იქნება. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის, კახეთში წარმოებული ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებული იქნება. საკოორდინაციო შტაბი სრულადაა მობილიზებული. დღე-ღამეში ასეთი ოდენობის ყურძნის გადამუშავება ნიშნავს რამდენიმე ათასი დატვირთული სატვირთო მანქანის მიღებას. ეს საკმაოდ მასშტაბური პროცესია, რომელსაც სჭირდება კარგი კოორდინაცია და კონტროლი, რისთვისაც სამინისტროს ყველა შესაბამისი რგოლი რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობს. შეფერხება, ფაქტობრივად, არ გვაქვს. ყველა მევენახე ახერხებს, 12 საათის განმავლობაში ყურძნის ჩაბარებას; წლების წინ, მათ ორისამი დღე უწევდათ რიგში დგომა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

21 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი; ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 60-ზე მეტი ღვინის საწარმო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები