LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერს ვაკეთებთ მამასთვის.. საავადმყოფოში რომ მივდივართ ეკითხება – „მიშა ავად ხარ?“, ძალიან განიცდის.. გარემოთიც გრძნობს და მისთვის ეს სტრესულია“ – სოფო ნიჟარაძე

469
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

მომღერალი სოფო ნიჟარაძე „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემას „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ სტუმრობდა, სადაც მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ისაუბრა, მათ შორის მისი ცხოვრების მთავარ ადამიანზე – ალისკაზე.

თქვა, რომ ალისკა ძალიან აქტიური და მომთხოვნი ბავშვია, თუმცა აქვე დასძინა, რომ გათამამებული ბავშვი არ არის.

ვიდეო: „ალისკა პირ­ვე­ლი ამბობს, მა­მას, შემ­დეგ ედუ­ჩის…სახელი მამამისმა დაარქვა, ძალიან განიცდის მიშას მდგომარეობას” – სოფო ნიჟარაძე ელის მარიას შესახებ

„ვცდილობთ, ტელევიზორს არ ვაყურებინოთ. კი, შეიძლება, პატარაა, მაგრამ არც ისე, რომ ვერ აღიქვას [რაღაცები}. როდესაც საავადმყოფოში მივდივართ მიშასთან, ალისკა ეკითხება – „ავად ხარ?“, „მიშა ავად ხარ?“, ძალიან განიცდის მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ავად ხომ არ არის? როგორ არის? სულ ამას კითხულობს.

[საკვებს, რომ აკეთებს] ამბობს, პიცა უნდა გამოვაცხო და გავუგზავნო. ყველაფერს ვაკეთებთ მამასთვის, ამბობს „მიშა მიკვარს ძალიან“, არ ვიცი, ეს ალბათ, მონატრებაა, ფსიქოლოგიური მომენტი როგორია არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ძალიან ხშირად ახსენებს.

 

 

“ალისკა ეკითხება “მიშა ავად ხარ?”, ძალიან განიცდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას”.

“საავადმყოფოში რომ მივდივართ მიშასთან, ალისკა ეკითხება “მიშა ავად ხარ?”, ძალიან განიცდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – სოფო ნიჟარაძე.

⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:
https://instagram.com/nanukashow
? ნანუკას ?????? გვერდი:

@nanukashow

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show on Wednesday, 1 March 2023

 

 

გარემოთიც გრძნობს, ხედავს, ექიმი რომ შედის, გადასხმას უყენებს და მისთვის ეს სტრესულია.. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა, უკვე როგორც დიდი გოგო ისე ფიქრობს,“ – თქვა სოფო ნიჟარაძემ შვილზე საუბრისას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები