LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისათვის, უკვე სახლში ვარ: კახა კუკავა

800
Capture

დღეს თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ლაითურის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების პროცესი რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ გააპროტესტა. აღსრულების პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, მათ შორის არის პარტია „თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა.

რამდენიმე წუთის წინ კახა კუკავამ სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ ის თავისუფალია.

“ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისათვის, უკვე სახლში ვარ.

ივანიშვილის რეჟიმი თავისი მევახშეებით და ზონდერებით, არის მეტასტაზი ქართული სახელმწიფოს სხეულზე. ამიტომაც აუცილებელია ყველა ზომიერი, ეროვნულად მოაზროვნე, ჯანსაღი ძალის გაერთიანება, რათა როგორმე ამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ჭაობიდან, ვიდრე სახელმწიფოს ლპობის პროცესი შეუქცევადი გახდება”, – წერს კახა კუკავა ფეისბუქში.

კახა კუკავა დაკავებამდე აცხადებდა, რომ აღსრულების პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს, მათ შორის მას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ლოტკინის დასახლებაში კახა კუკავა დააკავეს: „ამ ბორკილებს დაგადებ ღარიბაშვილო და ბრეგაძე“ – რას აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g