LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები მსოფლიოში

454

სინგაპურმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქის სტატუსი უკვე მესამედ მოიპოვა. ამას Economist Intelligence Unit-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს.

სტაბილურმა სინგაპურულმა ვალუტამ – ავტომობილის ექსპლუატაციისა და კომუნალური მომსახურების სიძვირის გათვალისწინებით, ქალაქის ლიდერობა განაპირობა. გარდა ამისა ბლუმბერგის ინფორმაციით, ამ სტატუსის მოპოვება, ქალაქში სამომხმარებლო კალათის ღირებულებამ, საკვების, კერძო სკოლების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტრანსპორტის ფასებმა განაპირობა.  ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტანსაცმლის შეძენა სახელდება.  საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების მიმდინარე წლის რეიტინგში, ციურიხიც მოხვდა, სადაც სამწევრიან ოჯახს თვეში საშუალოდ, 3 ათას 600ი დოლარი ესაჭიროება. რაც შეეხება ანაზღაურებას, UBS-ის მონაცემებით, ციურიხში მცხოვრები ადამიანი საათში 41 დოლარს გამოიმუშავებს და მაგალითად ახალი „აიფონის“ შესაძენად აქ 20 საათი მუშაობაც საკმარისია.

რეიტინგში კიდევ ერთი შვეიცარიული ქალაქი – ჟენევა მოხვდა, სადაც სამკაციან ოჯახს ყოველთვიურად საშუალოდ, 3 ათას 550 დოლარი ესაჭიროება. ინფორმაციისთვის, შვეიცარიული ფრანკი გაცილებით მყარია დოლართან მიმართებაში და თუკი კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, ქალაქში კინოს ერთი ბილეთი 18 დოლარი, ხოლო სწრაფი კვების ობიექტებში ჩეკის მინიმალური ღირებულება დაახლოებით 12 დოლარია.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჟენევაზე ძირადღირებულ ქალაქად,  რეიტინგის თანახმად, ჰონგ-კონგი დასახელდა მესამე ადგილას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში დაწინაურდა, რაც გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჰონგ -კონგში გაქირავების ბაზარი აფეთქებას განიცდის და საცხოვრებელ სახლებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც შეიძლება ითქვას, პოტენციური მყიდველები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მაგალითად თუკი კონკრეტულად განვიხილავთ, ქალაქში მდიდრული აპარტამენტის ყოველთვიური ქირა –7 ათას 092 დოლარია, ყოველდღიური გაზეთი –3დოლარი და 87 ცენტი, ხოლო ერთი ჭიქა ყავა, ხუთი დოლარი და 67 ცენტი ღირს.  ხუთეულს კი პარიზი ასრულებს, რომელიც ევროს შესუსტების გამო ერთადერთი ქალაქია ევროზონიდან, თუმცა დასუსტებული ერთიანი ეროვნული ვალუტა არ უშლის ხელს ქალაქს იყოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული.

ასევე რეიტინგში მოხვდა ლონდონიც, რომელიც ამ კრიტერიუმით ნიუ-იორკსაც კი უსწრებს, რომელიც მიმდინარე წელს მეშვიდე ადგილზეა და ეს ფაქტი, როგორც წესი შეიძლება ძლიერი დოლარისა და ადგილობრივი ინფლაციით აიხსნას.

რაც შეეხება ნიუ-იორკს, აქ  ცხოვრებისთვის 3-წევრიან ოჯახს 4 ათას 300 დოლარი ესაჭიროება, თუმცა აქ მდიდრებსაც კი რთული ცხოვრება აქვთ, რადგან  იჯარა  ყველაზე ძვირი ღირს, ანუ  ოფისის ან შოუ-რუმის დაქირავება მეხუთე ავენიუზე – რაც ნებისმიერი, სტატუსის მოპოვებით შეპყრობილი ბიზნესმენის ოცნებაა, კვადრატულ მეტრებით იზომება და წელიწადში 16 ათასი დოლარი ჯდება.

ასევე უნდა გამოვყოთ კოპენჰაგენი და სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული, რომლებიც რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებენ და სადაც საცხოვრებელი ხარჯები თითქმის უტოლდება ერთმანეთს, ანუ ცხოვრებისთვის 3-წევრიან ოჯახს  2 ათას 900 დოლარი ესაჭიროება. ათეულს ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ერთი ქალაქი, ლოს-ანჯელესი ასრულებს.

 

მარიამ ადამია