“კორონავირუსით ინფიცირების ბოლო სამი შემთხვევა ახალი კლასტერი არ არის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა საფრანგეთთან არის დაკავშირებული, ხოლო ორი შეერთებულ შტატებთან. იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს შემთხვევები არ უკავშირდება უკვე ცნობილ, დიდ კლასტერებს.
პაატა იმნაძემ “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულთა ასაკობრივ კატეგორიებზეც ისაუბა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლისაა, საშუალო ასაკი 37 წელია, ხოლო ყველაზე უმცროსი პაციენტი მხოლოდ 2 წლის არის.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობი ქვეშ 252 იმყოფება.
ასევე იხილეთ
მარნეულიდან გადმოყვანილ 9 დღის ახალშობილს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩნდა
ინფიცირებულ ერთ პაციენტს სეფსისი განუვითარდა – მარინა ეზუგბაია