ვენსან კასელის ახალგაზრდა მეუღლე, მოდელი ტინა კუნაკი არაერთი მოდური „ლუქის“ ავტორია. მას ჰბაძავენ, მის ,,ლუქებს” იმეორებენ და მისით ყველა აღფრთოვანებულია. ამჯერად 25 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს ფოტოების მორიგი სერია გაუზიარა.
მას Christopher Kane-ს საოცრად დახვეწილი და მინიმალისტური კაბა აცვია. ეს გახლავთ მოკლე ტყავის კაბა, რომელიც შოკოლადისა და სპილენძის ფერების შერწყმას წარმოადგენს. აღნიშნულ „ლუქს“ ტინამ შავი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი შეუხამა და ამით გვაჩვენა, რა ფერი უხდება ყველაზე მეტად ზაფხულის რუჯს.
„რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვიან…“ – ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის უახლესი ფოტოები „ინსტაგრამიდან“
ფოტო: როგორ ვატაროთ პერანგი ორიგინალურად – ტინა კუნაკი ვენეციის ქუჩებს იპყრობს
ბრაზილიის სანაპიროდან ,,პარიზის მოდის კვირეულზე” – ტინა კუნაკი სუპერმოდური ,,ლუქით”