LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზაფხულში ბაბუასთან ერთად ძროხებს ვმწყემსავდი” – ამირან გამყრელიძე ბავშვობას იხსენებს

563
A240F6C2-BE8C-4997-9955-99630CA9081F

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ბავშვობას იხსენებს. ამის შესახებ მან Post Tv-ის ეთერში ისაუბრა.

“ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე, რაჭიდან ვარ წარმოშობით. ზაფხულში ბებია-ბაბუასთან ყოფნა ყველაზე კარგი იყო. რა თქმა უნდა, ოჯახი, მშობლები.

ბაბუასთან ერთად ძროხებს ვმწყემსავდი, ბებიასთან ერთად ძროხა მომიწველია, კარაქი მომიდღვებია და ყველი ამომიყვანია.

ყველაზე ხშირად ფეხბურთს ვთამაშობდი, მერე კალათბურთს, ვცურავდი“,-იხსენებს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ყველაზე მეტად სოხუმი და ასევე მშობ­ლი­უ­რი რაჭა ენატრება, სა­დაც პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად ჩავა.

“სო­ხუმ­ში ხში­რად ვე­ღარ ჩავ­დი­ვარ და იქა­უ­რო­ბა მე­ნატ­რე­ბა. გუ­შინ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, პან­დე­მია რომ დამ­თავ­რდე­ბა, რა­ჭა­ში თუ წაგ­ვიყ­ვა­ნო… უნდა წა­ვიყ­ვა­ნო, რად­გან ასე­ვე მე­ნატ­რე­ბა იქა­უ­რო­ბა. მე­ნატ­რე­ბა მშობ­ლე­ბი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც დღეს ჩემ­თან არ არის. რაც უფრო ასაკ­ში შე­დი­ხარ მო­ნატ­რე­ბა უფრო მე­ტია”,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები