LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაქარია ჭელიძე: „იტალიაში გამგზავრებაზე უარი ვთქვით, რადგან ვფიქრობდით, იქიდან ვირუსი არ ჩამოგვეტანა“

1019
zaraia-chelidze-newssss

ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც განმარტავს, რატომ თქვა უარი მეგობრებთან ერთად იტალიაში ახლახან გამგზავრებაზე. შეგახსენებთ, რომ იტალია ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის შემთხვევების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან იტალიიდან დაბრუნდა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძემ ახლახან დაადასტურა. ეს გახლავთ კორონავიურუსის დადასტურებული მეორე შემთხვევა საქართველოში.

გთავაზობთ ზაქარია ჭელიძის სტატუსს:

„კაცო, იცი, რა ვერ გავიგე?????
ჩვენც გვქონდა ბილეთები და ყველაფერი ნაყიდი სამოგზაუროდ. უარი რომ ვთქვით წასვლაზე, პირველ რიგში ვფიქრობდით რომ იქედან რაიმე არ ჩამოგვეტანა ქვეყანაში. ვირუსს ვგულისხმობ.

ბევრმა მომწერა, ნეტა შენ, დაიკიდე წადი გაერთე და ასე შემდეგ.
ფულიც დავკარგეთ რა თქმა უნდა.

რომ მიფრინავთ ამ ინფიცირებულ ქვეყნებში, მგონია, რომ თავი უნდა შეიკავოთ.

არაფრისგან ვართ დაზღვეული, თუნდაც აქ, მაგრამ მთავარია ჯანმრთელობა. არამარტო ჩემი ყველასი ჩემს ირგვლივ .

ამიტომაც წავედით ბათუმში ❤
თავს გაუფრთხილდით და გარშემომყოფებს“.

მანამდე სოციალურ ქსელში მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმაც დაწერა, რომ იტალიაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების გამო, მან და მისმა მეგობრებმა ასევე გადადეს ამ ქვეყანაში მოგზაურობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები