LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა არახამიაზე: თქვენ გგონიათ, ქართველებისთვის იბრძვის?! ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? ბახმუტში ჩასული გინახავთ?! საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად სცალია?!

187
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„იცით, როგორ კარგად ვხედავ, თუ როგორ გაასამართლებენ უკრაინელები დავით არახამიას და ასეთ ნაძირალებს? – ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებიან, რასაც უკრაინელი ხალხი და მთელი მსოფლიო მალე ნახავს“, – ეს განცხადება პარლამენტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარესთან დაკავშირებით გააკეთა.

„არახამია არის უავტორიტეტო ნული. ვწუხვარ, რომ ამ ხელმოცარულზე დროს მაკარგვინებთ. იმის გამო, რომ სახელმწიფოს ხარჯზე დაფრინავდნენ, უსაქმურობდნენ პრეზიდენტმა ვიზები გააუქმა.

ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის – დაბადებული და გაზრდილია რუსეთში. საკუთარ წინაპარსაც პატივს არ სცემს, მრავლად გადაიკეთა გვარი და ახლა თქვენ გგონიათ, ის საქართველოსთვის და ქართველებისთვის იბრძვის?! უკრაინა რომ უყვარდეს, ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? ბახმუტში ჩასული გინახავთ?! საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად სცალია?!

არახამიას აქვს ნული ავტორიტეტი – აბა ნახეთ უკრაინელები, რას გეტყვიან დავით არახამიაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g