LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

139
37889

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან, დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ინფორმაცია “ფორტუნას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ჯერჯერობით სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ კეთდება.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დააკავეს. ის ფეხის არეში იყო დაჭრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g