LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ევროპამ უნდა გაიღვიძოს! თუ აფეთქება მოხდა, ეს იქნება ყველაფრის დასასრული

4892
1

ზაპორჟიეს ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპამ უნდა გაიღვიძოს.

მისი თქმით, თუ აფეთქება მოხდა, ეს ყველაფრის დასასრული იქნება:

“ევროპამ უნდა გაიღვიძოს. რუსული სამხედროები ესვრიან ბირთვულ ბლოკებს – მათ იციან სად უნდა ესროლონ, ამისთვის ემზადებოდნენ. ექვსი ელექტროსადგურია (ერთი ჩერნობილში აფეთქდა).

მე უკვე ვესაუბრე შარლ მიშელს, ოლაფ შოლცს და ჯო ბაიდენს. უკრაინას აქვს 15 ატომური ელექტროსადგური. თუ აფეთქება მოხდა, ეს არის ყველაფრის დასასრული! ეს არის ევროპის ევაკუაცია! თავიდან ააცილეთ ევროპას ბირთვული კატასტროფისგან სიკვდილი.

არც ერთ სახელმწიფოს, გარდა რუსეთისა, არ უსვრია ატომური ელექტროსადგურებისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში, კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ტერორისტულმა სახელმწიფომ მიმართა ბირთვულ ტერორს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსი პროპაგანდისტები იმუქრებიან “მსოფლიოს ბირთვული ფერფლით დაფარვით”. ზელენსკის თქმით, “ახლა ეს არ არის საფრთხე, ახლა ეს რეალობაა”.

პოდოლიაკი: ბირთვული კატასტროფის განმეორება მთელს ევროპას ემუქრება, რუსებმა ატომურ ელექტროსადგურზე ცეცხლი უნდა შეწყვიტონ!

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

 

magti 5g