უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში მიიჩნევს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად სუვერენიტეტის შენარჩუნებას ასახელებს.
პრეზიდენტმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ძალიან უნდა, ქვეყანამ არ დაკარგოს ასობით ათასი ადამიანი:
“პირველ რიგში, არ დავკარგოთ ჩვენი სუვერენიტეტი – ეს ძალიან მნიშვნელოვანია;
მეორე – მე ძალიან მინდა, რომ არ დავკარგოთ ასობით ათასი ადამიანი;
მესამე – არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დავუშვებთ ყირიმს ეწოდოს ვინმეს ტერიტორია, ეს ჩვენი, უკრაინის ტერიტორიაა და დონბასი ჩემთვის, ჩვენთვის არის უკრაინა. ყველასთვის, ეს არის უკრაინა.
მე პირადად მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე უკრაინის გამარჯვებაა. პატიოსნად, დღეს ასე ვფიქრობ. მე მესმის, სად ვართ, ვინ ვართ, როგორი ქვეყანა ვართ, რა დავკარგეთ, რა შეიძლება, რომ დავკარგოთ და რა გადავარჩინეთ და ვფიქრობ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დასრულება იქამდე, საიდანაც იგი დაიწყო, 24-მდე, ჩვენთვის ეს ნამდვილად გამარჯვება იქნება”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში