„მე გავაგრძელებ სხვა ქვეყნების მოსახლეობის დეტალურ ინფორმირებას დამპყრობლების ასეთი ამაზრზენი ცინიზმის შესახებ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარიუპოლზე საუბრისას განაცხადა და ქალაქში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„რუსი სამხედროები ქალაქში არანაირ ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი მარიუპოლის მცხოვრებლებს თავიანთ პროპაგანდისტულ სპექტაკლებში იყენებენ, თითქოს, დაიწყეს ხალხისთვის რაღაცის დარიგება.
ზელენსკი: უკრაინა ლამაზი იყო, მაგრამ ახლა მშვენიერი იქნება, რადგან ჩვენ ასეთი ხალხი გვყავს
მე გავაგრძელებ სხვა ქვეყნების მოსახლეობის დეტალურ ინფორმირებას დამპყრობლების ასეთი ამაზრზენი ცინიზმის შესახებ, რუსეთის ყველა ომის დანაშაულის შესახებ ჩვენი გმირი მარიუპოლის და უკრაინის სხვა ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.“ – განაცხადა ვოლოდიმი ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის თეატრის დაბომბვას 300 ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
