LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი რუს ხალხს მიმართავს: ნუთუ აღარ გახსოვთ? ამოიღეთ ხმა … რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი

250
ukrein88

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ხალხს მიმართა და ის დრო გაახსენა,როდესაც 1986 წელს ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ყველა ერთად იბრძოდა.

„რუსო ხალხო, მინდა, მოგმართოთ, ნუთუ ეს შესაძლებელია? 1986 წელს ჩვენ ერთად ვიბრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად. უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული დამწვარი გრაფიტი, მსხვერპლი. თქვენ უნდა გახსოვდეთ განადგურებული ელექტროსადგურის თავზე ნათება.

აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ევაკუაცია პრიპიატიდან და 30-კილომეტრიანი ზონიდან. ნუთუ აღარ გახსოვთ? და თუ არ დაგავიწყდათ, მაშინ ამოიღეთ ხმა. თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვათ, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იგი მთელი ღამის განმავლობაში ესაუბრებოდა საერთაშორისო პარტნიორებს გლობალური რეაგირების აუცილებლობაზე. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ამ თავდასხმის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს იწვევს და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ 24-საათიანი ინციდენტებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უნდა აამუშაოს.

ზელენსკი: ომის დაწყებიდან თითქმის 9200 ოკუპანტი დაიღუპა – ვერ გაგვტეხენ, ჩვენს მიწაზე ვართ

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავზე ცა აუცილებელად და სასწრაფოდ უნდა დაიხუროს.

„აუცილებელია, რომ ბირთვული ტერორისტი-სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციები   დაუყონებლივ გამკაცრდეს. ცა უკრაინის თავზე აუცილებელად და სასწრაფოდ უნდა დაიხუროს, რადგან ატომურ ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს მხოლოდ ეს შეაფერხებს“ . – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ეროვნულ გვარდიას, რომელიც იცავდა სადგურს და მაშველებს, რომლებმაც ცეცხლი ჩააქრეს.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგოდარის მოსახლეობას მიმართა:

„ბევრი რამ არის დამოკიდებული ენერგოდარის რიგით მოსახლეობაზე. თქვენ ყველაზე კარგად გესმით საფრთხე, თქვენ იქ ცხოვრობთ და თქვენ ხართ დამპყრობლების პირისპირ. განდევნეთ ისინი. გააგებინეთ, რომ ენერგოდარი უკრაინაა, რომ უკრაინაში ბირთვული ფერფლის ადგილი არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:  ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g