„უკრაინელებს სჭირდებათ მშვიდობა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოების გარანტიებით“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყანას გამბედაობით იცავენ.
თუ ცას არ დაკეტავთ, რუსული რაკეტები ჩამოვარდება ნატოს ტერიტორიაზე, ეს მხოლოდ დროის საკითხია - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ომის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
ასევე, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებს არ აქვთ მოდუნების უფლება, რადგან რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა ომისთვის, აგროვებდა მნიშვნელოვან სამხედრო რესურსს ბოროტების გულისთვის, მეზობლების დაპყრობისა და უკრაინისა და ევროპის განადგურების მიზნით.
„ამიტომ, თქვენ უნდა გაუძლოთ, უნდა იბრძოლოთ იმისათვის, რომ გაიმარჯვოთ, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ხალხისთვის.“– აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი: ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ამის მჯერა.. თავიდან ავაშენებთ უკრაინელების თითოეულ სახლს