LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგიერთი მშობელი ამბობს: „არც მე მიყვარდა წვნიანი და რა მოხდა?!“ არ არის ეს სწორი მიდგომა“ –  ქეთი ასათიანი

519
maxresdefault

ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი კვების ფორმულირებისთვის მშობლების როლი. მისი თქმით, სწორი კვება ბავშვის გონებრივი განვითარების პირველი პირობაა.

„დედის კვება განსაზღვრავს ბავშვის ჯანმრთელობას და მის კვებას. ჩატარდა საინტერესო კვლევა, სადაც ორსულების ერთი ჯგუფი იღებდა განსაზღვრული რაოდენობით სტაფილოს, მეორე ჯგუფი მეძუძურობის დროს იღებდა სტაფილოს, მესამე ჯგუფმა მოარიდა თავი სტაფილოს მიღებას. რამდენიმე თვის შემდეგ, ​როდესაც ბავშვს უკვე მყარი საკვების მირთმევა შეეძლო, იმ ჯგუფის შვილებს, რომელიც თავს არიდებდა სტაფილოს, არ ჰქონდა მოთხოვნილება სტაფილოზე, ხოლო დანარჩენი დედების შვილები სიამოვნებით მიირთმევდნენ სტაფილოს.

ხშირად გვსმენია: „ჩემი შვილი წვნიანს არ მიირთმევს, უარს ამბობს, არაფრით არ უნდა იყოს შიგნით შერეული ხახვი, მწვანილი“, ნაწილი მშობლების თანახმაა, რომ ეს წვნიანი გაწუროს, მოაშოროს ყველაფერი, ოღონდ ბავშვმა მიირთვას. მეორე ნაწილი ხელს იქნევს, იხსენებს თავის ბავშვობას: „​არც მე მიყვარდა წვნიანი და რა მოხდა?!“ არ არის ეს სწორი.  შეიძლება ყოველდღიურად არ შევთავაზოთ ბავშვს წვნიანი, მაგრამ განსაზღვრული პერიოდულობით, სხვადასხვა ინგრედიენტების შეთავაზებით, რა თქმა უნდა, გამოვუმუშავებთ ბავშვს სწორი კვების ჩვევას ისევ მისი ჯანმრთელობისთვის, რომ ბავშვმა წვნიანის გემო იცოდეს“ – განაცხადა ქეთი ასათიანმა „იმედის დღეში“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები