LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში მდინარე ჯუმში მოზარდს ეძებენ

440
a75e83b04d83c06404fc70e6ce02f1c4

ზუგდიდის სოფელ კიროვში მდინარე ჯუმის ტერიტორიაზე 15 წლის მოზარდს ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ის ადიდებულ მდინარესთან საქონლის მოსაძებნად იმყოფებოდა.

“შებინდებამდე ბავშვებმა ნახეს, რომ მდინარის მეორე ნაპირზე აპირებდა გადასვლას, სადაც წყალი დაბალია, მაგრამ წვიმების გამო იმატა წყლის დონემ და რა მოხდა არ ვიცით”, -ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ბრიგადები და მოზარდის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

წყყარო: ათინათი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები