ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ პოლიციელებმა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და აქციის ორგანიზატორები დააკავეს.
მათ შორის, ბოლო ინფორმაციით, დააკავეს: ზურაბ ჯაფარიძე, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ სირაძე, ადვოკატი ბექა ბასალია, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი და საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძეც.
შეგახსენებთ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.