LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა კობეშავიძე მომრავლებულ მილიონერებს მიმართავს: „ერთმანეთს 500 000-იანი საათებით კი ნუ ეჯიბრებით, მეცენატობის ინსტიტუტი დაამკვიდრეთ…“

1076
zura-kobeshavidze

ზურა კობეშავიძემ მონაწილეობა მიიღო ზურა დოიჯაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ „პროფილში“. მომღერალმა იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც მილიონები აქვს და სთხოვა, გაითვალისწინონ ხელოვანი ხალხის მდგომარეობა და დაეხმარონ მათ.

ზურა კობეშავიძე:

ზურა, დიდი მადლობა შენი სიმღერისთვის, შენი სითბოსა და მეგობრობისთვის, რაც ყველა ჩვენგანს და მთელ საქართველოს გაუწიე. შენ დატოვე შენი სიმღერები და ლამაზო კაცობა.

მე მინდა, ერთი რამ დავამატო, ვიცი, რომ დღეს მილიონერები მომრავლდნენ საქართველოში. ღმერთმა გიმრავლოთ მილიონები, მაგრამ ერთმანეთს ნუ შეეჯიბრებით 500 000-იან საათში და 200 000-იან მანქანაში. მოდით, დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში მეცენატობის ინსტიტუტი. ზურასნაირი ბევრია მეცნიერებაში, განათლებაში, არტისტებს შორის. მოდით, გვერდზე დავუდგეთ იმ ადამიანებს მაშინ, როდესაც ცოცხლები არიან და რაღაც უჭირთ…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები