LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა მანჯავიძე: „ყველა მეცოდება, ვინც დღე და ღამ უყურებს ამ ავად სახსენებელ არხებს და ფაქტობრივად, ზომბირებულები არიან…“

110
zuramanjavidze4305

მომღერალმა, ანსამბლ „ფორტეს“ წევრმა, ზურა მანჯავიძემ „იმედის ფაქტორში“ ისაუბრა იმ არხების შესახებ, რომელთა გადმოცემული ახალი ამბები მას არ მოსწონს.

ზურა მანჯავიძე:

„ყველა მეცოდება, ვინც დღე და ღამ უყურებს ამ ავადსახსენებელ არხებს და ფაქტობრივად, ზომბირებულები არიან, გულით მეცოდებიან, რადგან გამოხედვაზეც ეტყობათ.

მაქვს უფლება მოვითხოვო, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლაში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი. გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი გასაკეთებელი არ გახდეს მერე და ცუდი ფორმა არ მიიღოს. როდესაც არავინ არ დამიცავს და ჩემს შვილს ვინმე დააბულინგებს, სახელმწიფო კი გვერდში არ დამიდგება, ჩემი მეთოდებით დავიწყებ თავის დაცვას, რაც შეიძლება ზოგისთვის სასიამოვნო და ჰუმანური არ აღმოჩნდეს. როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება და შვილზე მოდის მუქარა, მე, როგორც მშობელს, სახელმწიფო თუ არ დამიდგა გვერდში და არ გამიმაგრა ზურგი სხვადასხვა მექანიზმითა თუ კანონით, თავად უნდა დავიცვა თავი, რასაც კარგი შედეგი არ მოჰყვება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g