LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ყიფშიძე: „ორ ავიაკატასტროფაში ვარ მოყოლილი… თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა…“

113
ზურა ყიფშიძე ფოტო

ზურა ყიფშიძე ჟურნალ „სარკეს“ სამოგზაურო გამოცდილებას უზიარებს და ამბობს, რომ ავიაკატასტროფაში ორჯერ არის მოხვედრილი, მაგრამ ამის გამო შიში არ დასჩემებია:

„ორ ავიაკატასტროფაში ვარ მოყოლილი, პირველად 13 წლის ვიყავი, „მაცი ხვიტიას“ გადაღების დროს სვანეთიდან ზუგდიდში მივფრინავდით. ნაძვის ხეს დავეტაკეთ, რომელიც ორივე ფრთას შეერჭო და ასეთ მდგომარეობაში ვიფრინეთ ზუგდიდამდე. აღმოჩნდა, რომ მფრინავი მთვრალი ყოფილა. ყველას ძალიან შეეშინდა.

მეორე შემთხვევა სტუდენტობის პერიოდში მომიხდა. მოსკოვიდან თბილისში მოვფრინავდით. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, დავეშვით მიწაზე, ჩააქრეს, დაგვამშვიდეს და გზა განვაგრძეთ. ვიღაც ღიპიანი კაცები აღარ ამოვიდნენ, შეეშინდათ…“

ლენუკა ყიფშიძე: „ზურას მიმართ დღევანდელი ცხოვრება უსამართლოა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა მისთვის, მაგრამ დაბადების დღეც არავინ მიულოცა…“

გიორგი ყიფშიძე: „მამაჩემმა ისე გამარტყა სახეში სილა, შორს გამიქნია და რომ მახსენდება, ახლაც მტკივა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები