ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება.
ზვიადაური თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და დუმულის უფლებას იყენებს.
„ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე არ ვთვლი და არ მიმაჩნია სწორ პოზიციად, მაშინ როდესაც მოწმეები სრულად არ არიან გამოკითხულნი საჯარო სივრცეში ღიად საუბარი. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა, ხვალ მოხდება ბრალის წარდგენა, მაგრამ ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას“, – აღნიშნა მაგდა კოტრიკაძემ.
შეგახსენებთ, წინანდალში სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია დაკავებული.
გამოძიების ინფორმაციით, ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.
ღვიძლი ძმა და ორი მეგობარი დაუცხრილეს, შეიძლება მის ადგილზე ბევრად უარესი გაგვეკეთებინა - ზვიადაურის მეგობარი
"სხვისი მწუხარებით სიხარული, ეს არაადამიანობაა"