პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტისა და სეპარატისტი ლიდერების მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე შეთანხმებას ეხმიანება.
როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისთვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს:
„ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის რომ გაამყაროს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს.
ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!
ვგმობ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების გეგმებს, როგორც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევებს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის „ტვიტში“.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ კრემლში შეთანხმება შედგა – რუსეთის პრეზიდენტმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
Formalizing sham referendum to support a blatant violation of international law and forceful annexation has no legitimacy, no future.
We reject such gross violations of international law and reiterate our full support to Ukraine’s territorial integrity.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 30, 2022