საავტომობილო გზების დეპარტამენტი, უამინდობისა და საფრთხის გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებს აწესებს.
როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 182-186 კმ-ის, კალა-უშგულის მონაკვეთზე.
გადაადგილება აკრძალულია ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო.
რაც შეეხება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-100 კმ-ის ხაიში-ლახამულას მონაკვეთს, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.