LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

115. BMW V Benz – ვინ აჯობა გაყიდვებში

23
bmw

სტალონე თუ შვარცენეგერი, ბეტმენი თუ მეორე, მერსედესი თუ ბე-ემ-ვე. საბოლოო პასუხი ყოველთვის გემოვნებამდე მიგვიყვანს და გემოვნება კამათამდე, რადგან გემოვნებაზე არათუ დაობენ, ერთმანეთს ლანძღავენ, აგინებენ და კლავენ კიდეც. მაგრამ სამშვიდობოს აუცილებლად გაგვიყვანს მათემატიკა და ციფრები, რომლებიც არ ტყუიან.

რომელი ჯობია? რომელიც უფრო მეტს გაყიდის. მორჩა და გათავდა.

პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიებმა 2022 წლის გაყიდვების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნეს და სწორედ ამ ინფორმაციით ირკვევა, რომ ზედიზედ მეორე წელია ლიდერობას ინარჩუნებს…

თუმცა მანამდე გერმანული ტიტანების მესამე წევრზეც ვისაუბროთ. აუდიმ გასულ წელს  მილიონ ექვსასას ათი ათასი მსუბუქი ავტომობილის რეალიზება შეძლო. სამივე კომპანიისთვის კლების მეტი წილი მოდის ჩინეთის ბაზარზე, სადაც აღმოჩნდა რომ მკაცრი ლოქდაუნების გამო რეალიზება შემცირდა.

უფრო მძაფრი ხდება კონკურენცია ადგილობრივ ახალ ავტომწარმოებლებთან. როგორებიცაა BYD Co., Xpeng Inc. და Nio Inc. ამას ემატება მძაფრი კონკურენცია ამერიკული Tesla-ს მხრიდან, რომელიც სულ უფრო იმყარებს პოზიციებს ჩინეთის ბაზარზე.

მიუხედავად კლებისა გერმანელებმა შეძლეს ელექტრომობილების გაყიდვების გაორმაგება წინა წელთან შედარებით.

და ჰო, რაც შეეხება ვინაა ბოსი. ლიდერი გასულ წელსაც BMW აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები