LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ჯავახი: „მწერდნენ – ხომ არ ღადაობ“

„მოყვარულებთან მქონდა რეპეტიცია და როცა დავასრულე, გავხსენი ინსტაგრამი და უამრავი შეტყობინება დამხვდა. „ხომ არ ღადაობ“ ყველა ამას მწერდა. გავხსენი სთორი და დავინახე Cardi B. გავგიჟდი, ძალიან გამიხარდა. ჩემთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. გამიხარდა გამოხმაურებაც. მხოლოდ დადებითი შეფასებები მივიღე. ინსტაგრამის გარდა მსოფლიო ვარსკვლავმა ვიდეო სრულად ტვიტერზეც დადო.

სოციალურ ქსელში აქტივობას რაც ეხება, ეს იქნება ფოტო, ვიდეო, თუ სხვა ემსახურება იმას, რომ ადამიანებს ჩემი ხასიათი ვაჩვენო. როგორი ვარ რეალურად. შეიძლება ერთ დღეს ვიყო საქმიანი, მეორე დღეს სექსუალური, შეიძლება გაბრაზებულიც. არ ვარ მარტო გამოპრანჭული გოგო და მინდა, რომ გამიცნონ ისეთი, როგორიც ვარ.

მომწონს, როცა ადამიანი სოციალური ქსელით იგებს, როგორ ვცხოვრობ და მთავარია, რომ ეს თამაში არ იყოს. ვთვლი, რომ გამომწორებს ჩემი აქტივობების გამო მოვწონვარ“ – რადიო „ფორტუნას“ პირდაპირი ეთერის სტუმარი მოცეკვავე ანი ჯავახი იყო. ჰიპ-ჰოპის შემსრულებელმა იმ ვიდეოზე ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში მსოფლიო ვარსკვლავმა Cardi B  განათავსა. ანი უახლოეს მომავალში მასტერკლასის გავლას უცხოელ ქორეოგრაფებთან ერთად გეგმავს.