LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვუმკურნალოთ ჩაბრუნებულ ფრჩხილს – ადრენალინი

121
unghie-piedi-620x350

ცერა თითზე ხშირია ფრჩხილის ჩაბრუნება. ჩაბრუნებული ფრჩხილი ძალიან მტკივნეულია. უფრო სწორად, იმ ქსოვილის გაღიზიანებასა და ტკივილს იწვევს, რომელშიც ჩაიზრდება. მის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილები ძლიერ ღიზიანდება, წითლდება და სივდება. ხშირად ფრჩხილი ორივე მხარეს ჩაზრდას ცდილობს, მაგრამ უმეტესად მხოლოდ ცალ მხარეს ახერხებს. როგორც წესი ფრჩხილი ცერა თითზე ბრუნდება. იშვიათად მას სხვა თითებიც უერთდება. ფრჩხილის ჩაზრდას, გარდა მოჭერილი ფეხსაცმლისა, იწვევს არასწორი მოჭრა – არასწორი ამოჭრა, ნაცვლად იმისა, რომ ფირფიტა ჰორიზონტალურად გადაიჭრას. ასევე – ტერფის ტრავმა და თქვენ წარმოიდგინეთ მემკვიდრეობაც.

ფრჩხილის ჩაზრდა განსაკუთრებით სახიფათოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. სასურველია, ისინი ზედმიწევნით ფლობდნენ ტერფის მოვლის უნარ-ჩვევებს და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ექიმს მიმართავდნენ. თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ ფრჩხილი ჩაბრუნებას, ხოლო მის ირგვლივ არსებული ქსოვილები ინფიცირებას იწყებს, ასეთ დროს თითი მტკივნეული ხდება და პულსირებს, რაც ჩირქის დაგროვების მაუწყებელია. გირჩევთ ტერფი თბილ მარილიან ან საპნიან წყალში მოათავსოთ, წაისვათ ანტისეპტიკური მალამო, გადაიხვიოთ დოლბანდით და ექიმს მიმართოთ. თავად არ ეცადოთ ინფიცირებული ქსოვილის დამოუკიდებლად გაწმენდას და ფრჩხილის ამოჭრას. ექიმი ფრჩხილის ჩაზრდილ ნაწილს მოგაცილებთ და თითს დაამუშავებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში დასალევად მედიკამენტსაც გამოგიწერთ. მართალია რთულია ამ ტკივილთან გამკლავება და მისი საბოლოოდ მოცილება, მაგრამ თუ მკურნალობის სწორ კურსს ჩაიტარებთ, ყველაფერი დავიწყებას მიეცემა და დროულად დაიბრუნებთ მშვიდ ცხოვრებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები