LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „რამდენიმე ადამიანმა უკვე მოისმინა და ყველამ აღნიშნა, რომ სიმღერა მალე გახდება პოპულარული“

„სიახლისთვის ოთხი მუსიკოსი გავერთიანდით. ეს არის სიმღერა, ვასრულებდით ჩვენ, ჯგუფი „ვივო“ და ამ შემთხვევაში მარტო ვაკეთებ. მუსიკა – ზაზა წურწუმია; ტექსტი – თემო საჯაია; არანჟირება – ალეკო ბერძენიშვილი;

შემსრულებელი მე გახლავართ. სიმღერა უკვე ჩაიწერა. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რაც არის ხმის მასტერინგი და ძალიან მალე დასრულდება სიმღერა. ვფიქრობ კლიპის გადაღებასაც. მე და რეჟისორმა გვანცა მეფარიშვილმა უკვე ვისაუბრეთ. ეს იქნება რიგით მეორე თანამშრომლობა გვანცასთან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა „ვივო“-ს რეპერტუარიდან, რომელსაც მაშინ ერქვა „არაფერი“. ჯერ შერჩევის პროცესში ვარ, მაგრამ ალბათ უფრო „დაბრუნდები“ ერქმევა. თემო საჯაიამ ახალი ტექსტი დაწერა, რისთვისაც მადლობას ვუხდი. მას შემდედ რაც ჯგუფი დაიშალა, ეს სიმღერა არსად გვიმღერია, იდო და ხელი არავინ მოკიდა. სულ მქონდა სურვილი, რომ ძველი სიმღერა გამეკეთებინა. ენერგიული და ძალიან მელოდიური სიმღერაა. რამდენიმე ადამიანმა უკვე მოისმინა და ყველამ აღნიშნა, რომ სიმღერა მალე გახდება პოპულარული.

კიდევ ერთ ახალ სიმღერაზე ვმუშაობ და ისიც ალეკო ბერძენიშვილთან კეთდება. რომელი? ამას ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ ძველი სიმღერაა“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში გიორგი სუხიტაშვილმა ორი ახალი სიმღერის შესახებ ისაუბრა.

მომღერალი, უახლოეს მომავალში, მსმენელისა და მაყურებლის წინაშე მალე რამდენიმე სიახლით წარდგება.