LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი თარგამაძე: „კრიტიკას მშვიდად ვეგუები და ლანძღვას არ ვუსმენ“

„პირველ რიგში უნდა გაითვალისწინო ის, რომ დღეს ტელევიზია ის არ არის რაც თორმეტი წლის წინ იყო. ბევრი რამ შეიცვალა და შეიცვალა მაყურებელთან ურთიერთობის წესები. თუ მაშინ ტელევიზია მენიუს შემთავაზებელი კომპანია იყო, დღეს ტექნოლოგიების განვითარებით, მაყურებელს გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს გავლენა მოახდინოს ტელევიზიაში არსებულ, თუ ახალ ტრენდებზე. თავად დაუკვეთოს ის, რაც მეტად აინტერესებს და ეაქტუალურება. შენც მზად უნდა იყო ამისთვის. კარგი ჟურნალისტი სწორედ ის არის, რომელიც ისეთ რაღაცას პოულობს, რაც ფართოდ გახელილი, მაგრამ მაინც ყველა კუთხე-კუნჭულს მიუწვდომელი თვალისთვის უნახავია. სიახლეები ბლომად იქნება. მედიამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და მისი მთავარი ფუნქცია არის სახელისუფლებო სისტემების კონტროლი, ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა და მოსახლეობის განწყობების წარმოდგენა საეთერო სივრცეში“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში გიორგი თარგამაძემ სატელევიზიო ეთერში დაბრუნების შესახებ ისაუბრა. ცნობილმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის კრიტიკას მშვიდად ეგუება და არ უსმენს ლანძღვას. გიორგი თარგამაძემ რჩევა დამწყებ ჟურნალისტებსაც მისცა და დასძინა, რომ უმთავრესია ცნობისმოყვარეობა.