LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იწვევს თუ არა ბლეფაროპლასტიკა მხედველობის პრობლემას – სილამაზის აკადემია

159
gia-gvaramia-silamazis-akademia

გადაცემის ლაივი LIVE

ქუთუოების პლასტიკა იგივე ბლეფაროპლასტიკა ერთ-ერთი მოთხოვნადი ოპერაციაა. როდის უნდა გაიკეთოთ ბლეფაროპლასტიკა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა გია გვარამიამ ისაუბრა.

რამდენად ეფექტურია ბლეფარობლასტიკა?

ეს ოპერაცია კეთდება დაშვებულ ქუთუთოებზე, ქუთუთოებზე ჭარბი კანის შემთხვევაში, ქუთუთუეზე ცხიმოვანი თიაქარის დროს, ასეთ დროს ადამიანს აქვს დაღლილი და ასაკოვანის შეხედულება, შესაბამისად გამოსავალია ბლეფაროპლასტიკის ჩატარება.  ის კეთდება, როგორც ზედა, ასევე, ქვედა ქუთუთოზე.

რა ასაკშია რეკომენდებული?

როგორც წესი ბლეფაროპლასტიკა საშუალო ასაკში კეთდება. არის შემთხვევები როცა მემკვიდრეობითია ქუთოთოები, შესაბამისად აზიური ზედა ქუთუთოს  შემთხვევაში შესაძლოა პლასტიკით მიიღოთ სასურველი შედეგი.

პლასტიკური ოპერაცია ჯანმრთელობისთვის აუცილებელი არაა. ამას იმიტომ იკეთებენ, რომ პაციენტის აწუხებს და სურს გარეგნობის შეცვლა. ბლეფაროპლასტიკას 85% შემთხვევებში იკეთებენ ქალები, თუმცა მომართვიანობა გაზრდილია მამაკაცების მხრიდანაც, გარდა ამისა კაცები დღეს უფრო დიდ ყურადღებას უთხმობენ სახის კანის მოვლას.

პროცედურა როგორია?

ქუთოთოების პლასტიკასთან დაკავშირებით წინასწარ ტარდება კონსულტირება, ვინტერესდებით, პაციენტს ხომ არ აქვს პრობლემა ფარისებრ ჯირკვალზე, თუ არ იკვეთება ჩიყვის პრობლემა, ამ შემთხვევაში ვაკეთებთ ოპერაციას. ზედა ქუთუთო ღია წესით კეთდება, ქვედა ქუთუთოზე ოპერაცია ორი მეთოდით ტარდება: ღია და დახურული.

ოპერაციის შემდეგ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა ფაქტობრივად არ იქმნება, მხოლოდ მაშინ, როცა ოპერაცია რთულდება. დაახლოებით ორ კვირაში შედეგი კარგად ჩანს. პაციენტებს უკვირთ რომ ოპერაციის შემდგომ ნაწიბური ექნებათ, ეს ნაწიბური არის ხარისხიანი და ფაქტობრივად არ ეტყობათ, უფერულია და ნაკეცში. დახამხამების დროსაც კი არ ჩანს.

თვალის ფორმის შეცვლას რამდენად რეალურია?

ამ ოპერაციას ხშირად კითხულობენ პაციენტები, თუმცა ძირითადად გულისხმობენ ბლეფაროპლასტიკას. უმეტესად ასეთი ოპერაციები არ ხორციელდება. თვალის ფორმა ცოტა რომ შეიცვალოს, საფეთქლის მიმართულებით ხდება კანის დაჭიმვა და თვალი ნუშისებრ ფორმას იღებს. ეს ეფექტი ნარჩუნდება 2-3 წელი, რაც შეეხება ბლეფაროპლასტიკას, აქ ეფექტის ხანგრძლივობა 7-8 წელია.

რაც შეეხება ნაოჭების გასწორებას, ნაოჭი ვერც ერთი მეთოდით ვერ სწორდება. ეს ბოტოქსის ინექციით უნდა მოხდეს. თუმცა, ბოტოქსი უნდა გაკეთდეს არა დიდი რაოდენობით, არამედ ისე, რომ ეფექტი იყოს ბუნებრივთან მიახლოებული და გარეგნობა რადიკალურად არ შეიცვალოს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები