ლაშა რამიშვილმა ემიგრანტი ქართველი კომპოზიტორის სიმღერა ჩაწერა: „მისი ალბომის პრეზენტაცია აშშ-ში იგეგმება...“

მსახიობი,  რადიოწამყვანი და მომღერალი ლაშა რამიშვილი „არტ-FM“-ს ესტუმრა „ფორტუნას“ ეთერში და თავისი ახალი სიმღერა წარადგინა, რომელიც ემიგრანტ კომპოზიტორს ეკუთვნის.

ლაშა რამიშვილი: 

„კორონა ახალი დამთავრებული იყო, დამირეკა არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა, მარიკა ქაცარავამ, რომელმაც გამაცნო სამსონ დიასამიძე, ემიგრანტი კომპოზიტორი. მკითხა, თუ იქნები თანახმა, რომ მას ალბომის ჩაწერაში მივეხმაროთო. „როგორ მომენატრა“ – ასე ჰქვია მის სიმღერას, რომლის ტექსტიც და მუსიკაც სამსონ დიასამიძეს ეკუთვნის და მე ჩავწერე. მისი ალბომისთვის სულ 15 სიმღერა ჩაიწერა და აშშ-ში იგეგმება პრეზენტაცია. ბატონი სამსონი უკვე 25 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს“.

ლაშა რამიშვილმა ასევე ისაუბრა იმ შემოთავაზების შესახებ, რომ ნოემბრის თვეში თურქეთში ფილმის გადაღებები მიიღებს მონაწილეობას. მსახიობმა რამდენიმე წლის წინ უკრაინულ სერიალშიც მიიღო მონაწილეობა.

ვიდეო: „როგორ მომენატრა შენი მოფერება“ – ლაშა რამიშვილის ახალი სიმღერის პრემიერა