LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილო თოდუა: „ციხემ დამაფიქრა იმაზე, რომ მუსიკა შემექმნა“

„რისი თქმაც მიჭირს ყველაზე მეტად არის ის, რომ მომავალში რა იქნებოდა, თუ მაგალითად ციხეში არ მოვხვდებოდი. მუსიკის სიყვარული დიდი ხანია ჩემთან ერთად არის. პატარა ვიყავი, როცა მე და მუსიკა დავმეგობრდით და წლებია ერთად მოვდივართ. რასაც მსმენელს ვუმზადებ, მეტყველი ტრეკებია. ბევრჯერ მიცდია ბედნიერი მუსიკა შემექმნა, მაგრამ არ გამომდიოდა. სევდა ახლავს თან იმას, რასაც ჩემი მეგობრები ციხის ტექნოს ეძახიან. ციხემ მომცა ის, რომ ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის. ვფიქრობდი გადაწყვეტილებებზე, წარსულსა და მომავალზე. ვფიქრობ, რომ ის რამაც ეს ყველაფერი გამაკეთებინა სიყვარულია. ყველაფერი რთული იყო. თუნდაც სტუდიის გაკეთება. ყველა ინსტრუმენტზე დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ დაწესებულებაში შემეტანა. შეზღუდული ხარ აბსოლუტურად ყველაფერში. ერთადერთი, რამაც გადამარჩინა სიყვარულია. მანამდე არ ვწერდი მუსიკას, მხოლოდ ვუკრავდი. ალბათ იმიტომ, რომ ციხეში აღარ ვუკრავდი დამაფიქრა იმაზე, რომ მუსიკა შემექმნა. ძალიან სათუთად და ფრთხილად ვუდგები პირველ ივენთს. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ საქმე გამეკეთებინა, დანაკარგის გარეშე. მე ვარ განთავისუფლებული სამაჯურით, რაც იმას ნიშნავს, რომ დილის ცხრიდან საღამოს ცხრამდე მაქვს სახლიდან გასვლის უფლება. სპეციალური განცხადებით მივმართე სამინისტროს, რომ ივენთზე დაკვრის უფლება მოეცათ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ხელს მიწყობს და დამრთეს ნება დამეკრა. ყველას მადლობა იმ სითბოსთვის, რომელიც გულშემატკივარი ადამიანებისგან მივიღე“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში მიხაილო თოდუამ იმ ლაივ-სეტის შესახებ ისაუბრა, რომლითაც ის მსმენელის წინაშე 14 დეკემბერს, სპეციალური ნებართვის საფუძველზე წარდგება.