LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმეგობრეთ! მარტო ვარ სკოლაში – რას გულისხმობს ახალი პროექტი ბულინგის წინააღმდეგ – ელენე სიჭინავა გადაცემაში „ინსაიდერი“

36
IMG_0735

საქართველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი)  საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.

19 ივნისს გადაცემა „ინსაიდერში“ სწორედ სკოლაში ბულინგთან დაკავშირებით ვისაუბრეთ.

ორგანიზაცია “ილიასმა”, მულტიდისციპლინური ჯგუფის დახმარებით 13 პუნქტიანი რეკომენდაცია შეიმუშავა. მათ შორის არის:  ძალადობის პირველადი რეაგირების წესების შემოღება, ბულინგთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება,  სხვადასხვა სწავლებების შემოღება, სკოლებში ბულინგის პრევენციისა და რეაგირების შიდა მექანიზმის შემოღება, მშობელების, ბავშვებისა  და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის სტატისტიკის წარმოება.

,,მიმეგობრეთ! მარტო ვარ სკოლაში.” – ამ პროექტით „ილიასი“ ცდილობს ბულინგის პრობლემაზე საზოგადოებრივი დისკუსიის გააქტიურებასა და საკითხისადმი საზოგადოების მგრძნობელობის   გაზრდას.

გადაცემის სტუმარია ორგანიზაცია „ილიასის“ ხელმძღვანელი ელენე სიჭინავა.

ქალბატონო ელენე, პირველ რიგში, გკითხავთ, რა არის ბულინგი? ბოლო კვლევები მოწმობს იმას, რომ მოსწავლეებმა და მშობლებმა ძირითად შემთხვევაში არ იციან, რომ კონკრეტული ქმედებები მიეკუთვნება ბულინგის კატეგორიას. რა შეიძლება ჩავთვალოთ სკოლაში ბულინგად?

სახალხო დამცველის აპარატმა 2017-2018 წლებში დაამონიტორინგა სკოლები და შეისწავლა თვითონ ბავშვები რას მიიჩნევენ ძალადობის ფორმებად და მასწავლებელები რას მიიჩნევენ. ძალიან საგანგაშო ფაქტები დადო. აღმოჩნდა რომ საკმაოდ არათანმიმდევრულია ცოდნა ბავშვებში ბულინგთან დაკავშირებით. მაგალითად ძალადობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა ყურის აწევა მასწავლებლის მიერ მოსწავლისადმი, საერთოდ არ ანიჭებენ ძალადობის კვალიფიკაციას. ყვირილი არის ნორმა მათი შეფასებით. როცა ფიზიკურ ძალადობას აქვს ადგილი, მეტნაკლებად, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ეს არის ძალადობა. მითუმეტეს, თუ მიზანმიმართული ხასიათი აქვს ამას. ბულინგად ამის დაკვალიფიცირება უფრო ადვილია, მაგრამ არსებობს ისეთი უჩინარი ფორმები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ მეტი საუბარი გვჭირდება. მეტად ამ საკითხის წამოწევა გვჭირდება, რომ ცნობიერება გაიზარდოს. იყო ასეთი შემთხვევა ანგარიშიდან, რომ ბავშვი სკოლაში მივიდა დედის ფეხსაცმლით, მას არ ჰქონდა საკუთარი. ამ ფეხსაცმელს ჰქონდა პატარა ქუსლი და ამის გამო დასცინეს და ამის გამო ბავშვი სკოლაში ერთი თვე არ გამოჩენილა.

როგორ უნდა ვებრძოლოთ ბულინგს და ამ მიდგომებს სკოლაში და რა არის ის გზა, რომელიც მასწავლებლებს გაღიზიანებისას არა ძალადობისკენ, არამედ სხვა ფორმების მოძებნისკენ მოუწოდებს და ასევე, მოსწავლეებსაც მისცემს სათანადო ცოდნას, თუ რა ქმედებაზე როგორი რეაგირება ჰქონდეთ?

ამ ანგარიშმა აჩვენა რომ თვითონ მონიტორინგის დროს ჯგუფის წევრი შეესწრო ასეთ ფაქტს, მასწავლებელი ამბობს რომ მიაწოდეთ პასტა იმ გაჭირვებულს მაინც სოციალურად დაუცველია ანუ ამ ნიშნით მარგინალიზება ხდება ბავშვის. არის შემთხვევები როცა ბავშვი საერთოდ ინგორირებულია და არ შედის ინტერაქციაში. როცა მასთან არ სურთ მეგობრობა სხვადასხვა ნიშნით. მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური ცოდნა და ჩვენი რეკომენდაციაა, რომ უკლებლივ ყველა პედაგოგი გადამზადდეს და ასევე, ვითხოვთ სკოლის ყველა იმ თანამშრომლის, რომელთაც უშუალო კომუნიკაცია აქვთ ბავშვებთან. ჩვენ ასევე გვაქვს ცალკე რეკომენდაცია, რომ სკოლებმა თავად იზრუნონ, იყვნენ პროაქტიულები და შექმნან პოზიტიური ძალადობისგან თავისუფალი გარემო.

გადაცემის სრული ლაივჩანაწერი 

გაქვთ კონკრეტული რეცეპტი, როგორ უნდა მივაღწიოთ შედეგს? და ყვირილი, ყურის აწევა ნორმად აღარ მიიჩნეოდეს?

ჩვენი მზა რეცეპტს ვთავაზობთ ხელისუფლებას, მათ მოვუწოდებთ თუ რა სისტემური მიდგომები უნდა ჰქონდეთ და როგორი პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება სკოლას, სკოლამ სხვადასხვა ინოვაციური პროექტები და პროგრამები თავად უნდა მოიფიქროს.

საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბულინგი სკოლებში არის პრობლემა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ბულინგი გამოწვევა. მათი მაგალითის გაზიარება რამდენად შეესატყვისება ჩვენს გარემოს, ანალოგის გადმოტანა რამდენად გამართლებული შეიძელბა იყოს ჩვენთვის?

ჩვენ შევისწავლეთ ევროპის საბჭოს  მიერ დანერგილი პროგრამები სხვადასხვა ქვეყნებში, გადმოვიღეთ მათგან საუკეთესო, მაგრამ რეკომენდაციების შემუშავებისას სულ გვახსოვდა ქართული კონტექსტი.

თქვენს 13 პუნქტიან რეკომენდაციაში, ერთ-ერთი პუნქტი არის ცხელი ხაზის შექმნა და პოპულარიზაცია. მოზარდებს დღეს ძალიან უჭირთ ღიად და თამამად საუბარი ბულინგთან დაკავშირებით. ერთია რომ უჭირთ გამოააშკარაონ ბულინგი და მეორე ამაზე სწორი რეაგირება ჰქონდეთ. რამდენად ქმედითი მექანიზმი იქნება ცხელი ხაზის შექმნა და რამდენად დაეხმარება ეს მოზარდებს?

ცხელი ხაზის შექმნა არის ჩვენი პირველი რეკომენდაცია. იტალიაში ცხელი ხაზის ოპერატორები განთავსებულები არიან ერთ სივრცეში. არის არამხოლოდ დარეკვა, ასევე, 24 საათიანი ონლაინ ჩათიც. და პირველი რასაც აკეთებს ოპერატორი, თუ მასთან მოზარდი რეკავს არის ის, რომ ამხნევებს, აქებს და უქებს სიმამაცეს. იმიტომ რომ ბავშვებს მაინც ჰგონიათ რომ სიმხდალე გამოიჩინეს რომ დარეკეს და ე.წ ჩაშვების ინსტიტუტი, რაც დღეს აქტუალურია საქართველოშ,ი არის ძალიან დიდი ბარიერი ამისთვის და სწორედ ეს არის პირველადი დანიშნულება, რომ პირველადი კონსულტაცია მიიღოს ბავშვმა. სხვათაშორის არ არის აუცილებელი ბავშვმა დარეკოს მხოლოდ, ნებისმიერმა, მასწავლებელმა, მშობელმა… და სადაც საჭიროა ანონიმურობაც დაცულია. ამ ცხელი ხაზის შესახებ ბავშვებს აქვთ ინფორმაცია, არის სამციფრიანი ნომერი, მაქსიმუმ არის 4 ციფრიანი. ჩვენთან რაცაა, ეს ამ სტანდარტს საერთოდ არ შეესაბამება. სივრცეში განთავსებული ოპერატორები არ გვყავს. ნომერი არის ძალიან გრძელი და არცერთმა ბავშვმა არ იცის და არც არსადაა გამოკრული.  ჩვენი დასკვნაა, რომ მომართვიანობა ძალიან დაბალია, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.

როგორც უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს რომ მათ დარეკონ ბულინგის დაფიქსირების შემთხვევაში ცხელ ხაზზე?

ჩვენ ბავშვს უნდა გავუღვივოთ ნდობა სისტემის მიმართ. თუ მიაწოდებ ინფორმაციას, დააჯერებ რომ აუცილებლად ბულინგის ფაქტი იქნება რეაგირებული და თვითონ იქნება მხარდაჭერი. ამისთვის კი საჭიროა, შეიქმნას სხვადასხვა დონის ბულინგის განსაზღვრის ინსტრუმენტები და შემდეგ ამაზე რეაგირების გზები. ამის შემდეგ უკვე უნდა მიაწოდო ინფორმაცია, როგორ დაუკავშირდნენ ამ სისტემას და როგორი მოლოდინი ჰქონდეთ ამ სისტემის მიმართ.

როგორ ფიქრობთ, რა პერიოდში დავინახავთ ამ პროექტის შემდეგ პირველად შედეგებს?

ჩვენთვის მნოშველოვანია ის რომ თვითონ უწყებები როგორ მზაობას გამოხატავენ. თუ იქნება მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ნება 2 წლისთავზე უნდა იყოს ხელშესახები შედეგი. თუმცა ბულიგთან ბრძოლა არ არის ერთჯერადი აქტი, მთავარია შეიქმნას სისტემა და შემდეგ უკვე მუდმივად მდგრადი უნდა იყოს და მუდმივად მის განვითარებაზე ხდებოდეს ზრუნვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები