LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიომ ისწავლა როგორ მართოს ეპიდემია -ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება / ცესკოს თავმჯდომარემ პოსტი დატოვა და ახალი რისკები წარმოიქმნა / “კვირის თემის” პოდკასტი

8
fortuna.ge (67)

ჯანმოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამყარო პანდემიასთან მარცხდება და დიდ ქვეყნებს ვაქცინების სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდებს. საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მარტივდება – როგორია ეპიდვითარება მსოფლიოში და რა მოლოდინები საქართველოში  – “კვირის თემის” სტუმარია გიორგი ფხაკაძე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი

ცესკოს თავმჯდომარე გადადგა – განახლებული საარჩევნო კოდექსის ფონზე, რა მთავარი გამოწვევებია წინასაარჩევნოდ?  – კვირის მთავარ თემას “ფორტუნას” ეთერში განიხილავს ირმა პავლიაშვილი, „ღია სივრცე კავკასიის COS” თავმჯდომარე 

 

 

უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება, ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება: გიორგი ფხაკაძე

 

მსოფლიომ ისწავლა როგორ მართოს ეპიდემია. ახლა ბევრი რამ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ და რა უნდა გავაკეთოთ და არა. ვვარაუდობ, რომ უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება, ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა და გადაცემაში “კვირის თემა”  მსოფლიოში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.

“სამწუხაროდ, ამ ბიოლოგიურ ომში პრაქტიკულად, იგებენ მდიდარი ქვეყნები, რომლებიც თავიდან დაბნეულები იყვნენ,მაგრამ ახლა მთლიან ხდება ყველანაირი რესურსის მობილიზება.

ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებში ეპიდემია არის კონტროლის ქვეშ. არის რაღაც აფეთქებები, მაგრამ ზოგადად, კონტროლის ქვეშ არის და ალბათ, უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება და ახალ წელს ევროპა შეხვდება საკმაოდ კარგად, უფრო უსაფრთხოდ და დაცულად.” – განაცხადა ფხაკაძემ რადიო “ფორტუნას ეთერში.

 

 “ფაიზერით” ავიცერი, ნიახური არ ვარ, მეორეჯერ მოვიდე, ეს არის საუკეთესო ვაქცინა დედამიწაზე 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, შერეული ვაქცინები დაიწყო შეცდომებით. “იგივე ამერიკასა და ასევე, ევროპაში თავდაპირველი მონაცემები წამოვიდა ელემენტარულად, აცრის დროს შეეშალათ.

ჩვენ ადამიანები ვართ, ყველას რაღაც ეშლება და ეს ნორმალური პროცესია.

როდესაც შეცდომის იდენტიფიცირება მოხდა, იმ წუთშივე კვლევები ჩაატარეს და დაინახეს, რომ არავითარი პრობლემა არ არის. პირიქით, უფრო კარგიც არის ზოგ-ზოგიერთ შემთხვევაში.

ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით იყო კითხვები და ახლაც, არის. საბოლოო ჯამში, თქვენ ნახეთ, რომ ევროპამ საერთოდ, შეწყვიტა “ასტრაზენეკას” შესყიდვა, ამერიკას არც არასდროს გამოუყენებია და ახლაც არ არის დამტკიცებული ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ.

რა მოხდა ჩრდილოეთ ევროპაში? – პირველი ნორვეგია იყო,რომელმაც თქვა, რომ ჩვენ გადავდივართ მთლიანად “ფაიზერზე”, იმ ადამიანებისთვის, ვინც აიცრნენ “ასტრაზენეკათი”, მეორე დოზა შემოთავაზებული იყო სწორედ ეს ვაქცინა, პრაქტიკულად მათ არ ჰქონდათ არჩევანი, მეორე დოზა უნდა გაეკეთებინათ “ფაიზერი”

ჩვენ ვისწავლეთ, რომ მეორე ვაქცინა სასურველია იყოს ის, რაც გაიკეთეთ პირველი ან უნდა იყოს უფრო ძლიერი ვაქცინა, როგორც “ფაიზერია” ან “მოდერნა”.

სხვათა შორის ბაჰრენი არის საქართველონაირი, სხვადასხვა ტიპის ვაქცინები აქვთ. 70%-ზე მეტი მოსახლეობა ვაქცინირებულია, მოქალაქეებმა დაანებეს თავი პირბადეებს და ნახეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ აცრილები უფრო მსუბუქი ან არამაღალეფექტიანი ვაქცინებით, ამ ადამიანებშიც დაფიქსირდა ვირუსის გავრცელება.

შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება ყველა ვინც არის აცრილი ჩინური ვაქცინით, მესამე დოზა, ხუთი თვის შემდეგ გადავიდნენ ფაიზერის ვაქცინაზე.

საბოლოო ჯამში, ვაღიაროთ, მსოფლიოში სამასამდე ვაქცინა იყო თავიდან პროცესში, ძალიან ბევრი ვაქცინა შეწყდა განვითარების პროცესში. საბოლოო ჯამში, ახლა ჩვენთან საუკეთესო ვაქცინების პირველ ადგილზეა “ფაიზერი”, მერე მოდის “მოდერნა” და მერე სხვა ვაქცინები. სამწუხაროდ, საქართველოში სხვა მოცემულობა გვაქვს მაგრამ რეალობა ასეთია.

მეც პირადად “ფაიზერით” ავიცერი. მე წვდომა მაქვს სხვადასხვა ვაქცინების შესახებ ინფორმაციაზე, ბოლოს და ბოლოს, ნიახური ხომ არა ვარ, მეორეჯერ არ მოვალ დედამიწაზე. ჩემი თავი მიყვარს. ჩემს ჯანმრთელობას ვუფრთხილდები და რა თქმა უნდა, როდესაც ვაქცინაციის გადაწყვეტილება მივიღე, ჩავთვალე, რომ ამ დროისათვის ეს არის ყველაზე საუკეთესო, უსაფრთხო ვაქცინა, რაც არის დედამიწაზე.” – ამბობს ფხაკაძე ნინი ხუგაშილის გადაცემაში “კვირის თემა”

 

 „ერთი არაძლიერი ვაქცინის მეორე არაძლიერით ჩანაცვლება არაფრით შეიძლება“

 

საქართველოში არის “ასტრაზენეკას” და “ფაიზერის” ვაქცინა. ჩემი რეკომენდაცია, რომ ორი ვაქცინას და “ასტრაზენეკა” თუ არ არის გარკვეული მიზეზთა გამო, მეორე დოზა უნდა იყოს “ფაიზერი”, მხოლოდ და მხოლოდ “ფაიზერი”.

არაფრით შეიძლება შენაცვლება ერთი არა ძლიერი ვაქცინის მეორე არაძლიერი ვაქცინით.

ჩვენ ასევე, ვხედავთ, რომ ევროპულ ქვეყნებში, ის მოქალაქეები, რომელებიც აცრილი იყვნენ ასტრაზენეკათი, იმის მაგივრად რომ დაელოდონ 10-12 კვირა, 4 კვირამდე არის ჩამოწეული და მეორე დოზას აკეთებენ “ფაიზერს”.

რატომ? დელტა ვირუსი, რომელიც არის უფრო ვერაგი, დავინახეთ, რომ ორი ვაქცინის შერევით დაცულობა არის უფრო მაღალი.

შესაბამისად, უკვე საუბარია იმაზე, რომ 4 კვირიდან 3 კვირამდე შეამციროთ ფაიზერიდან ფაიზერამდე აცრა და ასევე, “ასტრაზენეკიდან” მეორე დოზა, რომ იყოს “ფაიზერი”

ვინც უკვე იყო ერთხელ აცრილი ჩინური ვაქცინით,მეორეს უკვე უკეთებენ ფაიზერით ან ორჯერ ვინც იყო აცრილი ჩინური ვაქცინით, მესამეს უკეთებენ “ფაიზერს”.

მე რეგიონში პირველი ვიყავი, ვინც ამის შესახებ ვლაპარაკობდი. რა თქმა უნდ,ა ყველამ დამაყარა ლანძღვა, მაგრამ არაუშავს.

ამას ვამბობ კვლევების საფუძველზე, ეს არ არის მარჩიელობა, მედიცინა არის ძალიან მტკიცებულებაზე დაფუძნებული, სადაც კეთდება დამოუკიდებელი ანალიზი.

ჩემს ყველა მეგობარს ვეუბნები, თუ გაქვთ საშუალება გაიკეთეთ “ფაიზერი”

თუ არ გაქვთ ამის საშუალება, კარგით, გაიკეთეთ ის, რაც არის,მაგრამ გვახსოვს, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ „ფაიზერზე“ დაცულობა არის 88%-ი, ვგულისხმობ, დელტა ვირუსის წინააღმდეგ, ორჯერ თუ აიცრებით. თუ თქვენ აიცრებით “ასტრაზენეკათი” 60%-ია დაცულობა.

ჩინელების კვლევები არ ვიცი, რადგან ერთი ადამიანური კვლევა ვერ დადეს, უცნაურია, იძახიან მაგრები ვართ , ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ მარტივი კვლევაც კი ვერ დადეს.

ერთი კვლევა დადეს, ისიც რამდენიმე ათასი ადამიანის. რაღაც დამაბნეველი კვლევები აქვთ, თვითონაც იციან. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის დირექტორმა თავადვე აღიარა, რომ ჩინური ვაქცინა არ არის ეფექტური.

 

“საქართველოში, თუ ამ კვირაში ინფიცირებულის 10%-ი ინდური შტამია, მომავალ კვირას ეს იქნება გაორმაგებული “

გიორგიმ ფხაკაძემ “კვირის თემაში” სტუმრობისას საქართველოში არსებულ ეპირვითარებაც გაამახვილა ყურადღება და მისი განცხადებით თუ საქართველოში  დელტა შტამით ინფიცირების მაჩვენებელი 10 პროცენტია, მომავალი ვკირიდან მისი გაორმაგებაა მოსალოდნელი.

სხვადასხვა ტიპის შტამი ახალი არ არის. არ უნდა დაგვავიწდეს, რომ ინდოეთში მხოლოდ ერთი შტამი არ ცირკულირებს. მას რუსეთში დაარქვეს დელტა პლუსი, რომელიც კიდევ უფრო სწრაფია.

დელტა შტამი მუმბაიდან წამოვიდა, პერუში ამოყო თავი წინა კვირას კიდევ ერთმა ახალმა შტამმა.

ზოგადად, რაც უფრო ბევრი მუტაცია გადის ვირუსი კარგავს თავის სიძლიერეს და ხდება ჩვეულებრივი გრიპი. მაგრამ, სამწუხაროდ, მუტაციის პროცესში არანორმალური რამ მოხდა.

საქართველოში ახლა სულ ბრიტანული შტამია. თუ ამ კვირაში ყველა ახალი ინფიცირებულის 10%-ი ინდური შტამია, მომავალ კვირას ეს იქნება მინიმუმ გაორმაგებული, 20-30%-ი.

პრაქტიკულად, აგვისტოს თვეში ჩვენ უკვე გადავალთ დელტა შტამზე. ეს არის რეალობა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს.

 

2 წლიდან ბავშვებმა უნდა გამოიყენონ პირბადეები: ფხაკაძე

 

წამყვანის შეკითხვაზე, როგორია დელტა შტამის გავრცელება ბავშვებში და რას გვიჩვენებს უკვე არსებული კლინიკური მონაცემები – ფახაკაძე პასუხობს, რომ ე.წ. ინდური შტამი აგრესიული გავრცელებით ხასიათდება და ვირუსისგან თავდაცვის უალტერნატივო საშუალებად კვლავ პირბადე რჩება.

“როდესაც ინდოეთში აფეთქება დაიწყო, ჩვეულებრივი კოვიდი ეგონათ. პირველი განგაში კი წამოვიდა ბავშვთა საავადმყოფოებიდან, ინდოეთში პედიატრიული განყოფილებები გადაიტვირთა ძალიან მოკლე დროში. აფეთქება დაიწყო ბავშვებიდან.

ეს არის ზუსტად განსხვავება. დელტა ვირუსი აღარ ზოგავს არც ბავშვს, არც დიდებს და არც მოხუცებს.

სამწუხაროდ, ბავშვებში არის უფრო ვერაგი. ადრე გვეგონა, რომ ბავშვებს არც პირბადე უნდათ და არც არაფერი. ჩემი მეგობრებისადმი არის შემდეგი სახის რეკომენდაცია, რომ რა თქმა უნდა, 2 წლიდან ბავშვებმა უნდა გამოიყენონ პირბადეები.

პირბადე აბსოლუტურად ყველამ უნდა გამოიყენოს, ვისაც აქვს ვაქცინა გაკეთებული და ვისაც არ აქვს. ვინც გადაიტანა და ვინც არ გადაიტანა.

ერთადერთი გამოსავალი არის ეს მაგიური საშუალება, რასაც ჰქვია სამედიცინო პირბადე”

 

“ეს არ არის ვაქცინაცია, ეს არის ვაქცინაციის ილუზია” 

 

ვაღიაროთ, რომ საქართველოში არ არის ვაქცინაცია, ეს არის ვაქცინაციის ილუზია – როდესაც მილიონ და მილიონ ნახევარ ვაქცინაციას ჩამოიტანენ, მაშინ დაიწყება ვაქცინაციის კამპანია.

როდესაც ისრაელში მოიხსნა შეზღუდვები, ჩემს მეგობრებს როგორც მთავრობაში ისე, ვეუბნებოდი, რომ ნუ ჩქარობთ, მაგრამ იქ არჩევნები იყო და ძალინ სწრაფად გააკეთეს ვაქცინაცია, რაც ეფექტური იყო.

შემდეგ დაინახეს, რომ 100%-იანი დაცვა არცერთ ვაქცინას არ აქვს. ფაიზერს აქვს 98%-მდე დაცვა. ანუ 100 ადამიანიდან, ვინც აიცრა – 88 ადამიანი იქნება დაცული, დანარჩენი 12კი არის საშიში.

ერთადერთი გამოსავალი არის სამედიცინო პირბადე, ამაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს.

სხვათაშორის, თქვენი დახმარებით, თქვენი მსმენელების დახმარებით, რა თქმა უნდა, მე წამოვიწყე ეს კამპანია, შევძელით, რომ ჩვენ გვაქვს ეს სამედიცინო პირბადე ქვეყანაში ძალიან დაბალ ფასში და მაღალ ხარისხში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ბავშვების სამედიცინო პირბადეები – თქვენ გაიკეთეთ ერთი დოზა, ორი, ჩინური თუ ფაიზერი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, გთხოვთ, გაიკეთოთ პირბადე.

რა თქმა უნდა, როდესაც ხართ ტყეში არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ სადაც ხედავთ, რომ არის ხალხმრავლობა- დისტანცია კი 2 მეტრზე ნაკლები, ჩემი რჩევაა, დაიცავით თქვენი თავი. ეს არის ყველაზე კარგი ვაქცინა და წამალი. სამედიცინო პირბადეზე უკეთესი არაფერი გვაქვს ჯერ-ჯერობით და მომავალში ვნახოთ,” – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ნინი ხუგაშვილთან სტუმრობისას.

 

 

 

ცესკოს თავმჯდომარემ პოსტი დატოვა და ახალი რისკები წარმოიქმნა: ირმა პავლიაშვილი

 

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ახალ საარჩევნო სისტემას გულისხმობს, საჭირო გახდა ახალი საარჩევნო კოდექსიც. ახალი წესები დაარეგულირებს, როგორ მიიღებენ პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას, როგორ განაწილდება უფასო სარეკლამო დრო და რა ეღირება ფასიანი, მინიმუმ რამდენი ქალი უნდა იყოს პარლამენტში და როგორ დაისჯება ამომრჩევლის მოსყიდვა. ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზეა მომზადებული.

თამარ ჟვანიას მიერ პოსტის მოულოდნელად დატოვების შემდეგ ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

1 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად და შეიქმნა საკონკურსო კომისია 11 კაცის შემადგენლობით, რომელშიც შედიან არასამთავრობო ორგანიზაციების 5 და აკადემიური სფეროს 6 წარმომადგენელი.

აღნიშნული საკითხების შესახებ ვრცლად “კვირის თემაში” ისაუბრა ირმა პავლიაშვილმა, ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასიის – COS” თავმჯდომარემ 

 

 

“ბოლო პერიოდში ბევრი მოვლენა განვითარდა. იგივე შარლ მიშელის დოკუმენტით ჩვენ დავინახეთ არაერთი ცვლილების საჭიროება. მოსმენიდან მოსმენამდე ვაკვირდებოდით პროცესს და ვხედავდით, როგორ იხვეწებოდა საარჩევნო კოდექსი.

ამ ფონზე ვხედავთ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ პოსტი დატოვა და გარკვეულწილად რისკი წარმოიქმნა, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები ძალიან ახლოს არის. ცვლილებებით განისაზღვრა, რომ ოქტომბრის პირველ შაბათს იმართება არჩევნები.

შესაბამისად, 2 ოქტომბერს უკვე გვექნება კენჭისყრის დღე. ძალიან მოკლე დრო არის იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოემზადოს.

ერთი მხრივ, გარკვეული რისკი არის, თუმცა მეორე მხრივ, ეს ნაბიჯი, რომელიც გადადგა თამარ ჟვანიამ იმაზე მიუთითებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ არჩევნებისთვის ნდობის კუთხით უფრო კარგ გარემოს ქმნის.”- განაცხადა ირმა პავლიაშვილმა გადაცემაშ სტუმრობისას.

 

“ნდობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს” – რა შემთხვევაში აირჩევა ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით

 

“კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ცესკოს თავმჯდომარე უნდა აირჩეს პარლამენტის 2/3-ით და ამ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადა იქნება 5 წელი. თუმცა, თუ ამ პირობით ვერ მოხდა ცესკოს თავმჯდომარის არჩევა და პარლამენტარები, იგივე პოლიტიკური სპექტრი ვერ შეთანხმდება კონკრეტულ კანდიდატზე, რომელსაც ანდობს საარჩევნო ადმინისტრაციას და თუ ის ნაკლები კვორუმით აირჩევა, მისი უფლებამოსილების ვადა იქნება 6 თვე.

თუ ნდობის, პროფესიული თვალსაზრისით ისეთი კანდიდატების წარდგენა და მხარდაჭერა არ მოხდა, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ცესკოს თავმჯდომარე არა 5 წლის ვადით, არამედ 6 თვის ვადით, რომელიც ამ არჩევნების ჩატარებისთვის იქნება განსაზღვრული.

წამყვანის შეკითხვაზე, როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკურად დაპირისპირებული პარტიების საერთო კანდიდატზე კონსესუსი? და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება ვერ შედგა, ხომ არ დადგება დროებით დანიშნული თავმჯდომარის შემთხვევაში, თავად არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხიც?

ირმა პავლიაშვილი პასუხობს, რომ შესაძლებელია კანდიდატს არ ჰქონდეს 2/3 მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდან და ვერ დაიკავოს 5 წლის ვადით აღნიშნული თანამდებობა.

მაგრამ, ასეთ დროს, თუ არჩევნების ჩატარების საკითხი დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში, ნაკლები ვადით, 6 თვის ვადით არჩეულიყო ცესკოს თავმჯდომარე. გეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში ლეგიტიმაცია ნაკლებია და ნდობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუმცა ეს გადაწყვეტილება კანონმდებელმა მიიღო და რაც მე მესამე მოსმენით ვნახე, ამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“.

 

 

კანონმდებლობით, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის არ არის სავალდებულო სერტიფიკატის მოთხოვნა

 

ირმა პავლიაშვი გადაცემაში კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისივე სიტყვებით, “ცვლილებებით განისაზღვრა გამონაკლისი, ცესკოს თავმჯდომარეს არ მოეთხოვება საარჩევნო მოხელეთა სერტიფიკატი, განსხვავებით წევრებისა.

ოლქის შემთხვევაში განსაზღვრული, რომ გამონაკლისია და გარდამავ პერიოდში ამ არჩევნებისთვის ოლქის წევრებისთვისაც არ არის სავალდებულო მოთხოვნა.

ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა რაოდენობრივი ზრდა მოხდა, შეიძლება კრიზისი შექმნილიყო და ამდენი ადამიანი არ ყოფილიყო, ვისაც ეს სერტიფიკატი ექნებოდა. ამიტომ დაუშვეს ეს გამონაკლი, თუმცა ცესკოს თავმდჯომარის შემთხვევაში კითხვის ნიშანს აჩენს, თუ რა გამოუვალი სიტუაცია იყო, რომ ჩვენ პირთა წრე გაგვეფართოებინა.”

 

 

ახალი კოდექსი რამდენად აზღვევს რისკებს – გამოწვევები, რომელიც რჩება უცვლელად

 

“ცვლილებებიდან გამოწვევად რჩება 100 მეტრი რადიუსის განსაზღრა, რა შემთხვევაში არ შეიძლება იგივე აღრიცხვის წარმოება, ამომრჩევლის შეფერხება. ამ შემთხვევაში სანქცირებაც განისაზღვრა. პოლიციის წარმომადგენელს შეუძლია გაფრთხილება მისცეს პირს, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული.

უბნის შესასვლელიდან გადაითვლება ასი მეტრი და განისაზღვრება ტერიტორია, სადაც არ შეიძლება ამ საქმიანობის განხორციელება. თუმცა ამ ნაწილში საინტერესოა აღსრულების საკითხი, როგორ მოხდება და რამდენად იქნება რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

წინა არჩევნებს თუ გადავხედავთ, ამ ნაწილში აღსრულებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო.

მეორე რაც წარმოშობს კითხვის ნიშნებს, ეს არის სამსახურეობრივი ნიშნით შეკრება. წინა საარჩევნო პერიოდში აკრძალულია საჯარო მოხელეთა და მათთან გათანაბრებული პირების სამსახურეობრივი ნიშნით შეკრება.

აქაც არის სანქციები განსაზღვრული, თუმცა როდესაც დარღვევის გამოვლენას ეხება საქმე, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რამდენად მოხდება აღსრულება, მტკიცებულებების მოძიება, წარდგენა და შემდგომ ამის გათვალისწინება.

მაგალითად, სკოლაში შეიკრიბნენ, ჩაატარეს თათბირი, დაწერეს სხდომის ოქმი, მაგრამ რეალურად იდენტიფიცირება რთული იქნება, რამდენად მოხდა იქ აგიტაციის განხორციელება.

 

 

“გენდერული კვოტირების ცვლილება რეგიონებში ნეგატიურად აღიქვეს”  

 

“რეგიონებში შეხვედრებით რეალურად იკვეთება, რომ კვოტირების ცვლილება ნეგატიურად იყო აღქმული, თავად პარტიების წარმომადგენლების მხრიდან. ისინი უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ ცვლილებას. მანამდე თუ ყოველი მეორე უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ახლა სამეულში ერთია განსხვავებული სექსის.

ძალიან ცუდია, როდესაც ნორმა ჯერ არ ამუშავებულა და ჩვენ მის არსს ვცვლით. როდესაც ამ მხრივ პარლამენტი დგამს ნეგატიურ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ეს მთლიანად საზოგადოებაზე აისახება.

სამომავლოდ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ გავაუმჯობესოთ ეს ნორმა, იმისთვის რომ რეალურ თანასწორობას შევუწყოთ ხელი და შევასრულოთ კონსტიტუციური პრინციპი.

2028 წლისთვის ეს ნორმა უკვე ასრულებს მოქმედებას და დამიჯერეთ, რამდენიმე წელი იმისთვის, რომ  მენტალური გარდატეხვა მოხდეს არ იქნება საკმარისი.

დადებითია ის ფაქტი, რომ მანდატი უქმდება იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი სქესის წარმომადგენელი არ არის სიებში. წინა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ქალებს ათქმევინეს უარი, განცხადებები დააწერინეს და მხოლოდ კაცები შევიდნენ პარლამენტში.

ამ ჩამკეტ მექანიზმს კანონმდებელმა მხარი დაუჭირა და გაჩნდა, თუმცა, მნიშვნელოვანია სამომავლოდ მან გადახედოს გენდერულ კვოტას და მისი მოქმედება გააგრძელოს 2028 წლის თვითმმართველობის დონეზე.” – ამბობს ირმა პავლიაშვილი “ფორტუნას ეთერში” სტუმრობისას.

 

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ცესკოს ახალი თავმჯდომარე 

 

“კვალიფიკაცია, რეპუტაცია და გამოცდილება. არსებითად მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის საარჩევნო გამოცდილება, ვინაიდან ადამიანი, რომელიც ახლა ჩაუდგება სათავეში საარჩევნო ადმინისტრაციას, მას კარგად უნდა ესმოდეს საარჩევნო სისტემა და კანონმდებლობა, იმისთვის, რომ ყველა იმ გამოწვევას, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს, გაუმკლავდეს.

მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანის ცლილებით საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ გარემოს ვერ შევცლით.

წლებია გამოწვევად პირთა კვალიფიკაცია რჩება. მაგალითად, შემაჯამებელი ოქმების შედგენა ხდება არასწორად. აქედან გამომდინარე, ნება უნდა იყოს გარკვეული პროგრესული ცვლილებების გატარებისა.

შეკითხვაზე აპირებს თუ არა მესამე სექტორი კანდიდატის შერჩევას და წარდგენას კომისიისთვის, ირმა პავლიაშვილის ინფორმაციით, ამ მხრივ არასამათავრობო ორგანიზაციების მხრიდან კონკრეტული პირი შერჩეული არ არის.

თუ პრეზიდენტის ფორმატში, კომისიაში იმუშავებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და შესაბამისად, კანდიდატებიდან სასურველს შეარჩევს, ეს სხვა საკითხია, თუმცა როგორც გითხარით, კონკრეტული სუბიექტი, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები გააკეთებენ აქცენტს, ამ მხირვ არანაირი შეთანხმება არ არის.” – განაცხადა  „ღია სივრცე კავკასიის – COS” თავმჯდომარე ირმა პავლაიშვილმა, ნინი ხუგაშვილის გადაცემა “კვირის თემაში” სტუმრობისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები